ბოლონიელების რომაულ გამარჯვებაში სანიკიძემ 13 მოხსნა მიითვალა

ქართული კალათბურთი 22-იან, 17:299 Sportnews 1167 0






ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიელებმა სერია A-ს ერთ–ერთი სახელიანი გუნდი „რომა“ სტუმრად 82:78 დაამარცხეს და გათამაშების ცხრილში „სკავოლინისთან“ ერთად მეორე–მესამე ადგილებს იყოფს.

ჩვეული აღმა-ფრენით ითამაშა ვიქტორ სანიკიძემ. მართალია, ქართველ ფორვარდს ბლომად ქულები არ მოუგროვებია, თუმცა 13 მოხსნა მიითვალა და ეს შედეგი მიმდინარე ტურში(სამ მატჩში) საუკეთესოა.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 34 გაატარა. „ვიკამ“ 3–დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა და საბოლოოდ 4 ქულა დააგროვა. 4 ქულასა და 13 მოხსნასთან ერთად სანიკიძემ 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრაც მიითვალა და ბოლონიელთა გამარჯვებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

დღეს საღამოს ტურის დანარჩენი მატჩები გაიმართება. მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუ“ „ვანოლის“ უმასპინძლებს, ხოლო ნიკა მეტრეველის „სასარი“ სტუმრად „მონფერატოს“ შეხვდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018