შერმადინის ისტორიული მატჩი ევროლიგაში: ტურის საუკეთესო შედეგი

ქართული კალათბურთი 10-თებ, 11:329 Sportnews 1011 1






ქართველების „კანტუ“ თელ ავივში „მაკაბისთან“ დამარცხდა და ეს ობიექტურად მოსალოდნელიც იყო, თუმცა აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებულია ქართველი გულშემატკივრებისთვის და რა თქმა უნდა, გიორგი შერმადინისთვის. „კანტუს“ ქართველმა ცენტრმა კარიერაში პირველად ევროლიგის მატჩშ ორმაგი დუბლი შეასრულა. შერმადინმა თელ ავივში იმდენად შედეგიანად ითამაშა, რომ ევროლიგის მეოთხე ტურში საერთო სარგებლიანობის ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. არაა გამორიცხული, ამის გამო იგი ამ ტურის საუკეთესო (უძვირფასეს) მოთამაშედ, MVP-იდ დასახელდეს.

შერმადინის შედეგიანობას დამატებით ბრწყინვალებას ისიც ჰმატებს, რომ მას ტურში საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად 30 წუთიც არ დასჭირვებია. გიორგიი მოედანზე 29,22 წუთს იმყოფებოდა და ამ ხნის განმავლობაში პირად ანგარიშზე შემდეგი მაჩვენებლები ჩაიწერა: 15 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა. ქართველმა ცენტრმა 5–დან 2 ოქრულიანი ჩააგდო, ხოლო თერთმეტივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. აქვე აღვნიშნით, რომ შერმადინი ევროლიგის მიმდინარე სეზონში პირველია როგორც შესრულებული, ისე ჩაგდებული საჯარიმოების მხრივ (26 ცდიდან 25), ხოლო შედეგიანობის პროცენტულობის მხრივ მეორე ადგილზეა (96%).

კანტუელებს შეხვედრა უბრძოლველად არ დაუთმიათ. მიუხედავად იმისა, რომ 15 ქულის სხვაობით – 60:75 წააგეს, შეიძლება ითქვას, რომ დევიდ ბლატის გაწვრთნილ მაკაბელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. საგულისხმოა, რომ „კანტუ“ პირველი ტაიმის შემდეგ 41:39 იგებდა და მესამე მეოთხედის ჩაგდების გამო დამარცხდა. აღნიშნული ათწუთეული სტუმრებმა 5:23 წააგეს და და ყველაფერიც არ გადაწყდა.

20,27 წუთს ითამაშა „კანტუს“ მეორე ქართველმა – მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელიც 3 ქულას და 1 ჩაჭრას დასჯერდა. მანუჩარმა ოთხივე ორქულიანი ააცილა, ხოლო 4 სამიანიდან 1 გამოიყენა. ამ წაგების შემდეგ „კანტუმ“ ჯგუფში ერთპიროვნული მეორე ადგილი დაკარგა და 2–2 მოგებ წაგებით „მაკაბისთან“ ერთად II-III პოზიციებს იყოფს. მომდევნო ტურში, 23 თებერვალს, „კანტუ“ ჯგუფის ლიდერ „ბარსელონას“ უმასპინძლებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

ბაიერნელი 10-თებ, 11:40

ყოჩაღ რაულიტო =)
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018