ქართული კალათბურთი / NBA
ფაჩულიამ ჰოვარდზე მეტი მოხსნა მოაგროვა

„ატლანტა ჰოუქსმა“ გამარჯვების გემო გაიხსენა. ჯორჯიელებმა კონფერენციაში ერთ–ერთ მთავარ კონკურენტ „ორლანდოს“ მოუგეს, რაშიც ზაზა ფაჩულიას წვლილი მნიშვნელოვანია. ქართველმა ცენტრმა მატჩში უმეტესი 13 მოხსნა მოაგროვა. ორლანდოელთა ლიდერ დუაიტ ჰოვარდის ანგარიშზე კი ერთით ნაკლები – 12 მოხსნა დაგროვდა.

ატლანტელები პირველ ტაიმში სოლიდურად კი დაწინაურდნენ, თუმცა ბოლო წუთებში მაინც გაიუჭირდათ. ორლანდოელებმა დიდი შესვენებისას დაფიქსირებული17–ქულინი უპირატესობა მნიშვნელოვნად შეამცირეს. ბოლო წუთებზე ატლანტელებმა სიმტკიცე გამოავლინეს და საბოლოოდ 5 ქულის სხვაობით – 83:78 გაიმარჯვეს.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში – 39,36 წუთს ითამაშა. ქართველი ცენტრი ძირითადად დუაიტ ჰოვარდის მეურვეობით იყო დაკავებული და ნბა–ს ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშის გაუვნებელყოფა კარგადაც გამოუვიდა. საბოლოოდ ჰოვარდი 12 ქულას და ამდენივე მოხსნას დასჯერდა. ფაჩულიამ კი 13 მოხსნასთან ერთად 4 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე სეზონში ფაჩულიას საუკეთესო შედეგი 14 მოხსნაა, რომელიც მან 28 იანვარს, „მილუოკისთან“ მოგებულ შეხვედრაში მიითვალა.

„ატლანტამ“ როგორც იქნა 20–მოგებიან ზღვარს უწია. ჯორჯიელების პასივში 14 მარცხია და ამ შედეგით ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე–6 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში 30 თებერვალს, ატლანტელები „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლებენ. დღეიდან კი ნბა–ში 4 დღიანი შესვენება ოლ სტარის გამო გამოცხადდა.










კომენტარის დამატება