შერმადინი სერია A-ს ოლ სტარში ითამაშებს

ქართული კალათბურთი 02-მარ, 11:169 Sportnews 1164 0






გიორგი შერმადინი იტალიის ჩემპიონატის ოლ სტარში ითამაშებს. ქართველი ცენტრი სერია A-ში ასპარეზობის პირველსავე სეზონში მოხვდა ყველა ვარსკვლავთა შორის. შერმადინი, ცხადია, ლეგიონერთა გუნდში მოხვდა, სადაც მასთან ერთად ეს ვარსკვლავები ითამაშებენეს:

ბო მაკალები (სიენა), ჯუმეინ ჯონსი (სკავოლინი), ლინთონ ჯონსონი (აველინო), რიჩარდ ჰიკმანი (სკავოლინი), მარკუს გრინი (აველინო), ჯეიმს უაითი (სკავოლინი), ტრევის დინერი (სასარი), ობრი კოულმანი (ბიელა), დაგლას რობერტსი (კანადიან სოლარი), ანტონის ფოცისი (მილანი), ანდრე სმიტი (კასერტა).

ლეგიონერთა კრებულს „კანტუში“ შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის მწვრთნელი, ანდრეა ტრინჩიერი უთავკაცებს. აღსანიშნავია, რომ ოლ სტარში ვერ მოხვდა იტალიის ლიგაში გამორჩეული კიდევ 2 ქართველი: მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე. ეს უკანასკნელი ვარსკვლავთა შორის გასულ სეზონში მოხვდა. მიმდინარე სეზონში კი ვიქტორს ლამის ორჯერ უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ბოლონიური გუნდის ძირითადშიც დამკვიდრდა, გუნდის ლიდერიცაა და მთელს ლიგას უმთავრესი მაჩვენებლით – მარგი ქმედების კოეფიციენტით ლიდერობს. ამიტომაც, ძალიან უცნაურია, თუ რატომ ვერ მოხვდა სანიკიძე ოლ სტარში.

ვარსკვლავთა მატჩი 11 მარტს იტალიის მყუდრო ქალაქ პესაროში გაიმართება. სხვათა შორის, ამ ქალაქის გუნდიდან ოლ სტარში ყველაზე მეტი – 3 კალათბურთელი მოხვდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018