Image

მარკოიშვილი MVP-ია, 39 წუთი-32 ქულა

ქართული კალათბურთი 02-მარ, 11:369 Sportnews 1275


მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის ტოპ 16–ის (მეორე ჯგუფური ეტაპის) მე–6 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში იტალიური „კანტუს“ ქართველმა უკანახაზელმა კაუნასის „ჟალგირისთან“ სტუმრად გამართულ მატჩში 32 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს მოაგებინა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ისტორიაში ქართველი კალათბურთელებისთვის ეს საუკეთესო შედეგია. კაუნასურ მატჩში მარკოიშვილის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება: 39 წუთი, 32 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა, 2 პასი, 0 დაკარგვა

სამწუხაროდ, "კანტუ" ჯგუფიდან ვერ გავიდა. მარკოიშვილის გუნდს მერვედფინალში გასასვლელად რამენიმე ჩაგდებული ბურთი დააკლდა. სწორედ ბურთების შეფარდებით ჩამორჩნენ კანტუელები პლეი ოფში გასულ თელ ავივის "მაკაბის".



მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (156)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა