ფაჩულიას გუნდმა დეტროიტში 1 ქულით წააგო

ქართული კალათბურთი / NBA 10-მარ, 10:409 Sportnews 1259 0






დასანანად წაგებული მატჩი - „ატლანტა“ დეტროიტში „პისტონზს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ქულის სხვაობით - 85:86 დამარცხდა. ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. თამაშის დასრულებამდე 23 წამით ადრე ტაიშონ პრინსმა ორქულიანით „დეტროიტი“ დააწინაურა. ატლანტელების ფროლო შეტევაში სროლა გუნდის ლიდერმა - ჯო ჯონსონმა ითამა, თუმცა როდნი სტაკიმ დააფარა და მატჩიც დასრულდა.

დეტროიტელებმა არ დაუშვეს „ატლანტასთან“ შინაურ მატჩში დაშვებული შეცდომა. ამ გუნდებს შორის დეტროიტში გამართული წინა შეხვედრაში მასპინძლები თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე 5 ქულით იგებდნენ, თუმცა შეხვედრა დამატებით დროში წააგეს. ატლანტელებმა ამჯერად ვერ მოახერხეს წარმატების მიღწევა.

ზაზა ფაჩულიამ ხუთეულში ითამაშა და იმდენად ვერ გამოირჩა, როგორც ბოლო მატჩებში. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 14 წუთი ითამაშა. ამის მიზეზი ტრავმა არ არის - მწვრთნელმა უფრო მეტო დრო ივან ჯონსონს დაუთმო. ზაზამ მოედანი 2 ქულით, 2 მოხსნითა და 2 ჩაჭრით დატოვა.

23 მოგება და 17 მარცხი - ამ შედეგით „ატლანტა“ საკუთარ, სამხრეთ-აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე, მთელს აღმოსავლეთ კობფერენციაში კი მეექვსეა. მომდევნო მატჩს ატლანტელები საკრამენტოში, „კინგსთან“, ორშაბათ გამთენიისას გამართავენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018