ფაჩულიამ სეზონის მეექვსე დუბლი საკრამენტოში გაიფორმა

ქართული კალათბურთი / NBA 12-მარ, 23:529 Sportnews 2175 0






ზაზა ფაჩულიას მორიგი, მიმდინარე სეზონში რიგით მეექვსე ორმაგი დუბლი. ქართველი ცენტრი „ატლანტას“ მნიშვნელოვან მატჩში შეეშველა. ატლანტელები საკრამენტოში „კინგსს“ შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 106:99 გაიმარჯვეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე მთლიანობაში 29,44 წუთი იმყოფებოდა. ზაზამ 6–დამ 4 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მას საბოლოოდ 10 ქულა, 13 მოხსნა და 1 პასი დაუგროვდა. ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მომხსნელი გახდა. ზაზას 6 პერსონალურის გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

შეხვედრის ბედი მესამე მეოთხედმა გადაწყვიტა, რომელიც ატლანტელებმა 7 ქულის სხვაობით მოიგეს, დანარჩენ პერიოდებში კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ატლანტელთაგან 28 ქულით საუკეთსო ჯოშ სმიტი გახდა, საკრამენტოელთაგან კი დემარკუს ქუზენსმა 28 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

„ატლანტა“ ამ გამარჯვებით „ინდიანას“ დაეწია და ახლა ამ გუნდთან ერთად აღმოსავლეთ კონფერენციაში V-VI ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 14 მარტს დენვერში ელის.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018