ქართული კალათბურთი / NBA
ვიქტორ სანიკიძეს მალე სან ანტონიოში ვიხილავთ?

გამოცემა "პროჯექტსპურსმა" ქართველთათვის მეტად საინტერესო ამბავს ახადა ფარდა - ვიქტორ სანიკიძის საქმეში სანახავად იტალიაში NBA-ს გუნდის, "სან ანტონიო სპურსის" წარმომადგენლები ჩავიდნენ.

სიტყვა გადავცეთ პუბლიკაციის ავტორ ჯეფ გარსიას:

"სანანტონიოელთა სკაუტები დენის ლინდსი და კლაუდიო კრიპა იტალიაში იყვნენ, სადაც ბოლონიის "ვირტუსის" ქართველ ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს დააკვირდნენ.

იგი 2004 წლის დრაფტზე "ატლანტა ჰოქსმა" აიყვანა და "სან ანტონიოს" დაუთმო. 2007 წელს 25 წლის ქართველი ფორვარდი "სუპურსის" მაისურით "როკი მაუნთინის" საზაფხულო ლიგაში თამაშობდა და "ფილადელფიასთან" მატჩში 15 ქულით გამოირჩა. თუმცა "სან ანტონიოში" ოფიციალური შეხვედრა ჯერ არ უთამაშია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ტრავმაა.

მოვუსმინოთ თავად სანიკიძეს:

"კალათბურთში წარმატებული კარიერის ასაწყობად აუცილებელია ბევრი შრომა. ასევე დიდ როლს თამაშობს ნიჭი. რამდენიც უნდა ივარჯიშო, თუ საკალათბურთო მონაცემები არ გაქვს, შედეგს ვერ მიიღებ. ხოლო რამდენად ნიჭიერიც უნდა იყო, მონდომებისა და შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევ.

თუმცა არის გარემოება, რამაც შეიძლება დიდად შეგაფერხოს. მაგალითად ტრავმამ. მუხლებზე ოპერაციები გადავიტანე და გარკვეული პერიოდი გამიცდა. ამის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ კარიერაში სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

როგორც ჩანს, NBA-ს ლოკაუტმა ვიქტორი გარკვეულწილად შეაფერხა...

"კარგად ჩატარებული სეზონის შემდეგ ამერიკაში თამაშის შანსი მქონდა, მაგრამ NBA-ში გაფიცვა გამოცხადდა და ბევრი რამ შეცვალა. თუმცა ახლაც მაქვს კავშირი ერთ-ერთ ამერიკულ გუნდთან", - თქვა სანიკიძემ.

სანიკიძე 25 წლისაა, ტრავმიანობა უკან მოიტოვა და უახლოეს მომავალში იგი შესაძლოა "სან ანტონიო სპურსის" მაისურში ვიხილოთ.

ჯერჯერობით სანიკიძე იტალიური კლუბის, "ვირტუსის" ღირსებას იცავს და სერია A-ში ერთ-ერთი ლიდერია. საშუალოდ 31.6 წუთში 13 ქულას, 10.7 მოხსნას, 1.5 პასს აგროვებს. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით იგი ლიგაში საუკეთესოა - 20.3. ა

რც სროლის სიზუსტე დაეწუნება: ორქულიანებს 60-პროცენტიანი სიზუსტით ისვრის, სამიანებს - 33-პროცენტიანით, საჯარიმოებს - 66.7-იანით".












კომენტარის დამატება