ვიქტორ სანიკიძე მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა

ქართული კალათბურთი 25-მარ, 11:489 Sportnews 1573 0





20-დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ვიქტორ სანიკიძე მოედანს დაუბრუნდა და თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესოც გადხდა. სანიკიძის მოწადინებამ „კანადიან სოლარს“ ვერ უშველა და ბოლონიური კლუბი ნიკა მეტრევლის „სასარისთან“ 34 ქულის სხვაობთ - 55:89 გაანადგურდა.

სანიკიძემ 20 დღის წინ კოჭი დაიზიანა, მაგრამ, საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 2 მატჩი გამოტოვა. როგორც ექიმები ვარაუდობდნენ, „ეარ ჯორჯია“ მოედანს „სასარისთან“ მატჩში დაუბრუნდა. ამ გუნდთან პირველი წრის მატჩში სანიჯიძემ დიდებულად ითამაშა, როცა 27 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. თუმცა დღევანდელ მატჩში მას ასე დიდებულად ვერ გაისარჯა, მაგრამ უნიათოდ მოქმედ თანაგუნდელებს კი მაინც აჯობა.



სანიკიძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რაც მთლიანობაში 7 ქულა გამოვიდა. ამას ვიქტორმა 8 მოხსნა, 3 დაფარება და 1 პასი მოაყოლა და თავის გუნდში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (17) დააგროვა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, ნიკა მეტრეველი მოედანზე 9 წუთით გამოჩნდა და 2 ქულა, 2 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლი გახდა, ორმელმაც „სასარის“ 19 ქულა, 4 მოხსნა და 3-3 პას-ჩაჭრა მიაშველა.

„კანადიან სოლარი“ 14 მოგებითა და 10 მარცხით ცხრილში მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ბოლონიელებს 1 აპრილს, შინ „ბიელასთან“ ელით.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018