Image

ფაჩულიას შვიდიანები მილუოკიში

ქართული კალათბურთი / NBA 28-მარ, 20:509 Sportnews 1512


ზედიზედ მოპოვებული 4 გამარჯვების შემდეგ „ატლანტა ჰოუქსმა“ წააგო. ჯორჯიული კლუბის შედეგიანი სერიის წამხდენი „მილუოკი ბაქსი“ აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში - 108:101 იმარჯვა.

გადამწყვეტი მეოთხედის წინ ატლანტელები 1 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდი 22:30 დათმეს და საბოლოოდ დამარცხდნენ კიდეც. შეიძლება ითვას, რომ ატლანტელებს ძალა აღარ ეყოთ. სამ დღეში ზედიზედ ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ „ქორებმა“ ერთი დღე დაისვენეს და მილუოკიში „ბაქსთან“ სათამაშოდ ჩაფრინდნენ. 3 პერიოდი ყოჩაღადაც იომეს, მაგრამ...

ქართველმა ცენტრმა ნორმალურად ითამაშა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანი 7 ქულით, 7 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დატოვა. ზაზამ მოედანზე მთლიანობაში 32:22 წუთი გაატარა და 5-დან სამ ორქულიანთან ერთად ორში ერთი საჯარიმოც ჩააგდო.

კარგად გაისარჯა ფაჩულიას მარქაფი ივან ჯონსონი, რომელმაც თამაშიდან ნასროლი შვიდივე სროლა ჩააგდო და შეხვედრა კარიერის საუკეთესო შედეგით - 17 ქულით დაასრულა. შესანიშნავად ითამაშა ჯოშ სმიტმა, რომელმაც ატლანტელებს 30 ქულასთან ერთად 18 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოუტანა, თუმცა მას სათანადოდ მხარი ვერ აუბა ჯო ჯონსონმა, რომლის უნიათო გარჯის ბრალი იყო, ატლანტელებმა რომ ვერ იმარჯვეს.

30 მოგება და 21 მარცხი - ატლანტელთა ეს შედეგი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილის ტოლფასია. ჩაუქობს „ინდიანა“, რომელიც მე-5 ადგილს ხან უთმობს და ხანაც ართმევს ატლანტელებს. „ქორებს“ არც ამჯერად აქვთ შესვენება. ხვალ ისინი უკვე შინ „ჩიკაგოს“ უმასპინძლებენ.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (297)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა