Image

ზაზას 12 მოხსნა

ქართული კალათბურთი / NBA 31-მარ, 11:169 Sportnews 2360


„ატლანტას ჰოუქსის“ მორიგი გამარჯვება და ზაზა ფაჩულიას შედეგიანი გარჯა. ქართველმა ცენტრმა „ნიუ იორკის“ წინააღმდეგ 12 მოხსა მოაგროვა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგია. ზაზას მხოლოდ 5 ქულა ჰქონდა, თუმცა ეს მის გარჯას სრულებით არ აკნინებს: მატჩის მიმოხილვაში პირდაპირ წერია, რომ ფაჩულიამ შეასრულა მეტად მნიშვნელოვანი, ეგრედ წოდებული „შავი სამუშაო“ და ატლანტელთა გამარჯვებაშიც (100:90) მნიშვნელოვანი წილი დაიდო.

ზაზა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34 წუთზე ოდნავ მეტ ხანს იმყოფებოდა. მისმა უშუალო ოპონენტმა - ნიუიორკელმა ტაისონ ჩანდლერმა შეხვედრა 4 ქულით და 9 მოხსნით დაასრულა. „ნიქსს“ ვერ უშველა კარმელო ენტონის 36 ქულამ - ატლანტელებმა მეტოქეს გადამწყვეტ მომენტში დამაჯერებლად აჯობეს. ფაჩულიამ 6-ჯერ შეუტია თამაშიდან და 2 ბურთი ჩააგდო. ამ ორიდან ერთი ორქულიანი ზაზამ ჯარიმის თანხლებით ჩააგდო და პლუს 1 ქულაც მიითვალა. 5 ქულისა და 12 მოხსნის გარდა ქართველ ცენტრს 1 ჩაჭრაც ჰქონდა.

„ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მეექვსე ადგილზეა. ფაჩულიას გუნდს 32 მოგების წილ 22 წაგება აქვს. მომდევნო მატჩი ჯორჯიელებს ხვალ ფილადელფიაში ელით.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (224)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა