შენგელიამ შარლერუელებს ხელი ანტვერპენის ძლევაში შეაშველა

ქართული კალათბურთი 13-აპრ, 14:419 Sportnews 1251 1





ტრავმამოშუშებულმა თორნიკე შენგელიამ მორიგი მატჩი ჩაატარა. „შარლერუა“ ბელგიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში „ანტვერპენს“ შეხვდა და მეტოქე 70:61 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 11 წუთი გაატარა. შენგელიამ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი ზუსტი საჯარიმო მოაყოლა და საბოლოოდ 3 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

შარლერუელებს მეტოქის ძლევა ცოტა გაუჭირდათ. გადამწყვეტი მეოთხედის წინ მასპინძლები მხოლოდ 1 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლო ათწუთეული დამაჯერებლად ჩაატარეს და საბოლოოდ 70:61 იმარჯვეს.

18 მოგებითა და 7 მარცხით „შარლერუა“ ბელგიის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. მორიგ მატჩს შენგელიას გუნდი სტუმრად „ლიეჟთან“, 18 აპრილს გამართავს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Richie 14-აპრ, 09:50

შენგელია მაგარი კაცია, ნეტა ეს NBA ში თამაშობდეს რა მაგარი იქნებოდა
კომენტარის დატოვება






რეკლამა