სანიკიძის მორიგი ორმაგი დუბლი და მარკოიშვილის 20 ქულა

ქართული კალათბურთი 16-აპრ, 12:549 Sportnews 1540 0





15 აპრილს გამართულ იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ორივე ის გუნდი დამარცხდა, რომელთა შემადგენლობაშიც ქართველებმა თავი გამოიჩინეს.

მანუჩარ მარკოიშვილიცა და ვიქტორ სანიკიძეც თავიანთ გუნდებში საუკეთესონი იყვნენ, მაგრამ მხოლოდ ქართველის მონდომება გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. სანიკიძის „კანადიან სოლარი“ ტრევიზოში „ბენეტონთან“ 59:63 დამარცხდა, მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ კი მილანში „არმანისთან“ შეხვედრა 64:72 დათმო.

სანიკიძე ტრადიციულად ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 34 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა: 10 ქულა, 10 მოხსნა და 1 ჩაჭრა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. ვიქტორს თავისი გუნდის შემადგენლობაში სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი (15) ჰქონდა. ბოლონიურ კლუბმა 15 მოგების წილ მე-12 მარცხი განიცადა და სერია A-ში მე-7 ადგილზე იმყოფება.



თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო მანუჩარ მარკოიშვილიც. მილანში “ემპორიო არმანისთან” მატჩში სტუმრებმა მხოლოდ პირველი მეოთხედი მოიგეს, შემდეგ კი მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ და მათ საბოლოოდ 72:64 იმარჯვეს. მანუჩარმა მოედანზე 34 წუთი დაჰყო და კანტუელთა მხრიდან საუკეთესო ეფექტურობის კოეფიციენტი (19) ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა და 20 ქულას 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა. მიუხედავად წაგებისა, „კანტუ“ ცხრილში მაინც მეორე ადგილზე დარჩა. მარკოიშვილის გუნდს 18 მოგების წილ 10 მარცხი აქვს. წყალობით, კვლავაც მე-2 ადგილზე რჩება.

16 გამარჯვებით მე-6 ადგილზეა ნიკა მეტრეველის “სასარი”, რომელმაც მორიგ ტურში ”მონტეგრანაროს” 79:77 სძლია. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 1 წუთი გაატარა და შეტევაში ერთი მოხსნის განხორციელება მოასწრო, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა ქუინტონ ჰოსლიმ კი 36 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა.

მორიგ ტურში, 22 აპრილს, „კანადიან სოლარი“ „კასერტას“ უმასპინძლებს, „კანტუ“ – „ვარეზეს“, ხოლო ერთი დღით ადრე „სასარი“ სრუმრად „სკავოლინის“ გაეჯიბრება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018