ქართული კალათბურთი / NBA
ფაჩულიას გარეშე ატლანტამ წააგო

ზაზა ფაჩულიას ტრავმა არც ისე მსუბუქი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ცენტრმა ფეხის კუნთი სუსტად დაიჭიმა, მან დღეს გამთენიისას გამართული შეხვედრა გამოტოვა და როგორც ატლანტური პრესა იუწყება, მომავალ მატჩშიც იუქმებს.

ქართველი ცენტრის არყოფნა ატლანტელებს მნიშვნელოვნად დაეტყოთ. „ქორებმა“, რომლებმაც წინა შეხვედრაში ორლანდოში მძლავრი „მეჯიქი“ დაამარცხეს, დღეს გამთენიისას შინ აღმოსავლეთის ერთ-ერთ სუსტ გუნდთ „ტორონტოსთან“ წააგეს. ფაჩულიას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში ჯეისონ კოლინსმა დაიწყო თამაში, თუმცა უხეირობის გამო ის მწვრთნელმა მხოლოდ 5 წუთს დატოვა მოედანზე.

საბოლოოდ ატლანტელებმა 86:102 წააგეს და მოგებ-წაგებებით თანადივიზიონელ „ორლანდოს’ გაუთანაბრდნენ. მომდევნო შეხვედრას „ჰოუქსი“ ხვალ, გამთენიისას, ისევ „ტორონტოსთან“ - ამჯერად სტუმრად ჩაატარებს.












კომენტარის დამატება