ქართული კალათბურთი
სანიკიძის 15 ქულა და 10 მოხსნა

ვიქტორ სანიკიძის მორიგი ორმაგი დუბლი. იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიურმა „კანადიან სოლარმა“ „კასერტა“ 84:66 გაანადგურა და ამაში ქართველი ფორვარდს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. 15 ქულასთან ერთად სანიკიძემ 10 მოხსნაც მოაგროვა და მიმდინარე სეზონში მე-11 ორმაგი დუბლი გაიფორმა.

მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გაირკვა. მანამდე „კასერტა“ ბოლონიელებს წინააღმდეგობას უწევდა. მესამე ათწუთეული ბოლონიელებმა 25:10 მოიგეს, რის შემდეგაც დიდი შესვენების წინ 18 ქულით დაწინაურდნენ და გამარჯვებულის ვინაობაც ცნობილი გახდა.

სანიკიძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა. მან 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 15 ქულასა და 10 მოხსნასთან ერთად ვიქტორის ანგარიშზე 1 პასი და 2 ჩაჭრაც დაგროვდა. ქართველთან ერთად მძლავრად ითამაშა ფინელმა პეტერი კოპონენმა, რომელმაც 21 ქულა და 6 პასი მიითვალა, ხოლო ანჯელო ჯიგლიმ პირად ანგარიშზე 13 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა.

16 მოგებითა და 12 მარცხით „კანადიან სოლარი“ ცხრილში მიმდინარე ტურში მე-7 ადგილზეა. მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუ“ დღეს ტურის ჩენტრალურ მატჩში მონაწილეობს. „კანტუსა“ და „ვარეზეს“ შეხვედრა თბილისის დროით დღეს, 23 საათზე დაიწყება.








კომენტარის დამატება
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь Онлайн
  • 2783 комментария
  • 5245 публикаций
^
საღოლ სანიკიძე, მაგარი კალათბურთელია

--------------------