Image

ფესტივალი 2000-წლიანთა შორის დაიწყო

ქართული კალათბურთი 04-ივნ, 00:119 Sportnews 1054


ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დაიწყო 2000 წელს დაბადებულთა ფესტივალი მინი კალათბურთში, რომელშიც 15 გუნდი მონაწილეობს (პლუს 1 უკონკურსოდ). 2 ივნისს პირველი ტურის 6 მატჩი გაიმართა.


15 გუნდი 3 ჯგუფშია გადანაწილებული. პრინციპი ასეთია: გუნდები ჯგუფში თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს და მომდევნო ეტაპზე ყოველი ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა. წარმატებულ 6 გუნდს დაემატება 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი და შეიკვრება მეოთხედფინალური წყვილები.



საპლეიოფო სერიები არ გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გუნდები თითო გამარჯვებით გავლენ. გუშინ გამართული მატჩებიდან საინტერესო გამოდგა „ნიკეასა“ და „აკადემია 2“-ს შეხვედრა. აკადემიელები ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლო რვაწუთეულში (ჩვეულებრივი კალათბურთისგან განსხვავებით მინი-კალათბურთში მეოთხედი 8 წუთი გრძელდება) ნიკეელებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს - 35:29.


ამ მატჩში საინტერესო დამთხვევა დაფიქსირდა. ორივე გუნდის მე-13 ნომრებმა - ნიკეელმა შოთა გორგოძემ და აკადემიელმა შალვა რამიშვილმა 13-13 ქულა ჩააგდეს. ხოლო წაგებული გუნდის მე-7 ნომერმა გიორგი კოჭლამაზაშვილმა 7 ქულა სულ საჯარიმოებით ჩააგდო.


მინი კალათბურთის წესები ჩვეულებრივი კალათბურთისგან განსხვავებულია. მეოთხედი 8 წუთს გრძელდება, თითო გუნდში კი 5-ის ნაცვლად 4 კალათბურთელია. პირველ მეოთხედში მოედანზე გასვლა თითო გუნდიდან მხოლოდ 6 კალათბურთელს შეუძლია. შესაბამისად, მეორე მეოთხედი დარჩენილმა 6-მა კალათბურთელმა უნდა ითამაშოს. მესამე და მეოთხე რვაწუთეულებში კი ეს შეზღუდვა არ არსებობს. თუკი მოთამაშემ წესი შესამჩნევად არ დაარღვია, მსაჯი პატარებს მცირე გარბენებს პატიობს.


3 ივნისს აკადემიის დარბაზში 7 მატჩი გაიმართება.


ფესტივალი მინი კალათბურთში 2000 წელს დაბადებულთა შორის 


„ა“ ჯგუფი


ფოთი - ორბი II    32:20


12:0, 3:6, 11:6, 6:8


ფოთი: გაბუნია 9, პერტაია 8


ორბი: ბოჭორიშვილი 4, ხულაძე 4


დინამო - ქუთაისი 44:29


10:4, 19:7, 8:6, 7:12


დინამო: თორთლაძე 8, ლაშქარაძე 8


ქუთაისი: კენჭაძე 13, მამაგეიშვილი 5


„ბ“ ჯგუფი


ოზურგეთი  - ორბი 1      12:49


4:8, 0:16, 5:6, 3:19


ოზურგეთი: სკამკოჩაიშვილი 6


ორბი: ნიკოლაიშვილი 8, გორგაძე 6


მართვე - გორი     17:34


4:16, 1:4, 4:8, 8:6


მართვე: აბასოვი 4


გორი: ხუბულაშვილი 22


„გ“ ჯგუფი


ზესტაფონი - ჰიუნდაი     29:56


9:10, 2:25, 7:13, 11:8


ზესტაფონი: ჩადუნელი 21


ჰიუნდაი: წენგუაშვილი 20


ნიკეა - აკადემია 2 35:29


2:8, 4:3, 10:14, 19:4


ნიკეა: გორგოძე 13, კოტრიკაძე 9


აკადეიმია: რამიშვილი 13, კოჭლამაზიშვილი 7



მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (149)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა