Image

13-წლამდელები: ჰიუნდაი ფინალურ სერიაში დაწინაურდა

ქართული კალათბურთი 04-ივნ, 00:219 Sportnews 1360


„ჰიუნდაის“ ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯი აკლია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის პირველ მატჩში „კარდინალები“ 50:44 დაამარცხა და საერთო ანგარიშით 1:0 დაწინაურდა. მატჩი ძალიან საინტერესო გამოვიდა, მაყურებლებმა 2 ღირსეული გუნდის ბრძოლა იხილა.


თავიდან მცირე უპირატესობა ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილ „კარდინალებს“ ჰქონდათ, რომლებმაც საწყისი მეოთხედი 11:9 მოიგეს. სწორედ ასეთი ანგარიშით იმარჯვა მეორე აღწუთეულში „ჰიუნდაიმ“ და პირველი ტაიმისთვის ფრე დაფიქსირდა - 20:20.



მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც „ჰიუნდაიმ“ 20:3 მოიგო. აღნიშნულ აღწუთეულში კარდინალებმა თამაშიდან ბურთი ვერ ჩააგდეს, სამივე ქულა ნიკა ყირიმელმა საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა. რაც შეეხებათ ჰიუნდაელებს, გუნდის ყველა წევრმა კარგად ითამაშა. განსაკუთრებით გოგა ბითაძისა და ბერდია ქავთარაძის ტანდემი უნდა გამოირჩეს. ეს უკანასკნელი პასებით კარგად ამარაგებდა ტანმაღალ ბითაძეს, რომელიც ფარქვეშიდან ბურთს ბურთზე აგდებდა. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ თამაში ამგვარი სცენარით გაგრძელდებოდა, თუმცა „ჰიუნდაი“ დაცვაში შესანიშნავი თამაშის წყალობით გამარჯვების მომტან უპირატესობას დაეპატრონა.


ბოლო მეოთხედში დიდებულად ითამაშა „კარდინალების“ ლიდერმა ნიკა ყირიმელმა, რომელმაც მხოლოდ ამ ათწუთეულში 16 ქულა დააგროვა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მაქსიმუმი, რასაც „კარდინალებმა“ მიაღწიეს, ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება იყო. თამაშის დასრულებამდე 10 წამით ადრე გიორგი მამალაძის ზუსტი სამქულიანის შემდეგ ანგარიში 44:48 გახდა. საბოლოოდ მატჩი „ჰიუნდაის“ გამარჯვებით, ანგარიშით 50:44 დასრულდა.


„ჰიუნდაი“ სერიაში 1:0 დაწინაურდა და თუკი 5 ივნისს მომდევნო მატჩსაც მოიგებს, ჩემპიონი გახდება. თუ არადა, სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.


13-წლამდელთა ჩემპიონატი. ფინალური სერია. პირველი მატჩი


კარდინალები - ჰიუნდაი    50:44


              11:9, 9:11, 3:20, 21:10


კარდინალები: ნიკა ყირიმელი 30, გიორგი მამალაძე 10


ჰიუნდაი: ქავთარაძე 18, ბითაძე 16, ფიფია 7



მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (192)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა