ზაზა ფაჩულია შესაძლოა "ლეიკერსში" გადავიდეს

ზაზა ფაჩულია შესაძლოა

7-06-2012, 11:45

ერთი საინტერესო ვარაუდი გამოცემა "ბლიჩერ რეპორტში" გამოქვეყნდა: ესპანელ პაუ გასოლს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" დატოვება სურს და "ჩიკაგო ბულსში" გადასვლაზე უარს არ ამბობს. თუმცა, ზემოხსენებული ჟურნალის კორესპონდენტის თქმით, გასოლისთვის ურიგო ვარიანტი არც "ატლანტა ჰოქსი" იქნება.

ოღონდ გაცვლა უნდა განხორციელდეს - პაუს სანაცვლოდ "ლეიკერსს" ფორვარდმა ჯოშ სმიტმა და ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ უნდა მიაშურონო.

რამდენად მოიგებს ამ "ტრეიდით" "ატლანტა", ძნელი სათქმელია. ჩვენი გადასახედიდან კი ფაჩულიას "ლეიკერსში" გადასვლა ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს.

ვარაუდებიდან რეალობაზე გადავინაცვლოთ: ზაზას "ჰოქსთან" კონტრაქტი 1013 წლამდე აკავშირებს.

ასე რომ, ხელშეკრულების მიხედვით, 28 წლის და 212 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრს "ატლანტაში" კიდევ ერთი სეზონი აქვს სათამაშო.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით