კორი ფიშერი საქართველოს ნაკრებში (+ ვიდეო)

კორი ფიშერი საქართველოს ნაკრებში (+ ვიდეო)

29-06-2012, 10:54

მოგეხსენებათ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრო 2013-ის შესარჩევ ციკლში უნდა ჩაებას.


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში  გამართულ პრესკონფერენციაზე ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწეებთან კოტე ტუღუშთან და დავით უსტიაშვილთან ერთად მივიდა. პრესკონფერენციაზე იმ კალათბურთელთა სია გაგვაცნეს, რომლებიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მოემზადებიან.


გამთამაშებლები


კორი ფიშერი, გიორგი ცინცაძე, ოთარ ფხაკაძე, რეზო როგავა


მსროლელები


მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე


მსუბუქი ფორვარდები


ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, ლევან ფაცაცია


მძიმე ფორვარდები


თორნიკე შენგელია, აკაკი დვალიშვილი, ნიკა მეტრეველი, ბექა ბექაური


ცენტრები


ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, რიჩარდ მათიაშვილი


ზემოთ ჩამოთვლილი 18 კალათბურთელით საქართველოს ნაკრები ავსტრიაში 17 ივლისს შეიკრიბება. მანამდე კი, 1 ივლისიდან, ნაკრების წევრები თბილისში ფიზიკურად მოემზადებიან.


თავდაც ხედავთ, რომ ნაკრებში ახალი ნატურალიზებული კალათბურთელია.


იგორ კოკოშკოვისა და მისი ასისტენტების მიერ არჩევანი ამერიკელ  კორი ფიშერზე შეჩრდა. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა დაწყებულია და ფიშერი რამდენიმე დღეში საქართველოს პასპორტს მიიღებს.


აქვე კორი ფიშერის მცირედ ბიოგრაფიულ მონაცემებს გთავაზობთ.


კორი ფიშერი


დაბადების წელი: 1988


სიმაღლე: 185


წონა: 91


2011 წლამდე გამოდიოდა ვილანოვას უნივერსიტეტში (NCAA)


2011-2012 ანთალია (თურქეთი)


„ანთალიაში“ - 30 თამაში, 34.2 წუთი, 17.2 ქულა, 4.4 პასი, 3.5 მოხსნა, 1.1 ჩაჭრა


ორქულიანიბის პროცენტი -  48.8


სამქულიანების პროცენტი -  38.6


საჯარიმოების პროცენტი -  84.9


ნაკრებს მიღმა ნიკა ცქიტიშვილი, გიორგი გამყრელიძე და ვლადიმერ ბოისა დარჩნენ. ახალ კალათბურთელზე და ნაკრებში არმოხვედრილ ქართველებზე კომენტარი კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ბესიკ ლიპარტელიანმა გააკეთა: ”ახალი მოთამაშის მოსაპოვებლად, დიდი შრომა ჩავდეთ. 9 კალათბურთელთან გვქონდა მოლაპარაკება და ბოლოს კორი ფიშერზე შევჩერდით, რომელიც ცოტა ხანში საქართველოს პასპორტს მიიღებს. რაც შეეხებათ, ნაკრების მიღმა დარჩენილ - გიორგი გამყრელიძეს, ნიკა ცქიტიშვილსა და ვლადიმერ ბოისას, საქართველოს ღირსების დაცვისთვის მათ, დიდ მადლობას გადავუხდი, ვლადიმერ ბოისას კი, სათანადო გაცილებას მოვუწყობთ”.


აქვე გთავაზობთ კორი ფიშერის შესახებ გადაღებულ ვიდეორგოლსაც.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით