U16:სომხები გავანდგურეთ.

ქართული კალათბურთი 15-ივლ, 11:089 milboy 1796 7





საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მორიგი წარმატებული მატჩი. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა სომეხი თანატოლები არ დაინდო და 56 ქულის სხვაობით - 106:50 დაამარცხა.
ქართველი 16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადებიან და უკვე მე-6 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს. ბელარუსში თითო მოგებ-წაგება, სლოვაკეთში კი 2 მოგება და 1 მარცხი - ასეთი იყო დღემდე კაზანჯიანის გუნდის მონაგარი.
ართველებმა სომხებს მხოლოდ პირველ მეოთხედში მისცეს მცირე გასაქანი. საწყისი მეოთხედი ერთი შეხედვით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მასპინზძლების გამარჯვებით - 24:18 დასრულდა. მეორე მეოთხედიდან კი ქართველებმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს, რაც ანგარიშზეც უმალ აისახა. მეორე ათწუთეული კაზანჯიანის გუნდმა 37:13 მოიგო და თამაშის ბედი გადაწყვიტა. დიდი ესვენებისთვის ქართველები 30 ქულით იგებდნენ.
ანგარიშში დიდი სხვაობა მწვრთნელს ლავირების საშუალებას აძლევდა და კაზანჯიანმაც ყველა კალათბურთელს მისცა შანსი. საქმე ისაა, რომ 16-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც 17 ივლისს ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, 14 კალათბურთელი ვარჯიშობს, საიდანაც საბოლოოდ გუნდში 12 უნდა დარჩეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი ქულა (19) ლევან გოგალაძემ მოაგროვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად გუნდმა კარგად ითამაშა. ქართველები სომხეთის ნაკრებს ხვალ ერთხელაც გაეჯიბრებიან. შეხვედრა აკადემიის დარბაზში 12 საათზე დაიწყება.
საქართველო 106:50 სომხეთი
24:18, 37:13, 21:7, 24:12
საქართველო: ზაქრაძე (11), ლომიძე (9), გუგეშაშვილი (4ქ, 12მ), მაჭავარიანი (9), რევაზაშვილი (14ქ, 6მ); ბობილევი (9ქ, 9მ), ტაბაღუა (6), მასხულია (4), გოგობერიშვილი (6), ისიანი (6), პეტრიაშვილი (7), გოგალაძე (19), ცინცაძე (2), ქვარაია



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 7

iventusi_rati 27-ივლ, 09:27

მადლობა შექებისთვის.

Wertil^ 19-ივლ, 21:20

EDDY,
:D ეს ივენტუსი მაგარი კაცია

EDDY 18-ივლ, 21:03

ივენტუსი
შენ პირს შაქარლამა <3

Wertil^ 17-ივლ, 15:58

საღოლ ამათ. :D ს

Sportnews 15-ივლ, 13:33

კაი ინფორმაციაა

iventusi 15-ივლ, 12:55

თუ ასეთი თაობა წამოვიდა ევრო ბასკეთს ავიღებთ იმედია

milboy 15-ივლ, 11:12

ყოჩაღ ბიჭებს.
კომენტარის დატოვება






რეკლამა