აირჩიეთ გუნდი:

16–წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიასთან დამარცხდა



საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო საკვალიფიკაციო ჯგუფში ასპარეზობა. გია კაზანჯიანის გუნდმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა და პირველობისთვის ბრძოლას ჩამოსშორდა, რის შემდეგაც 9–16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. ახალ ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ჰოლანდია, შვეიცარია და რუმინეთი არიან. რუმინეთთან პირველ ეტაპზე ნათამაშევი მატჩის შედეგი ქართველებს საკვალიფიკაციო ჯგუფში გადაჰყვათ, შესაბამისად კაზანჯიანის გუნდმა 2 მატჩი უნდა ჩაატაროს, საიდანაც 1 შეხვედრა დღეს ჰოლანდიასთან 53:76 წააგო.



მატჩი ჰოლანდიელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი სოლიდური გამარჯვებით დასრულდა. ბენილუქსელებმა ყველა მეოთხედი მოიგეს, მათ პრობლემა არც ფარქვეშ შექმნიათ და შორი სროლებიც წაუვიდათ. მთლიანობაში ჰოლანდიელებმა 3–ქულიანი დისტანციიდან 10–ჯერ იხეირეს, ქართველებმა კი მხოლოდ 5 ჩააგდეს.



მომდევნო მატჩს ქართველები ხვალ შვეიცარიასთან ჩაატარებენ.

წყარო: GBF.GE Georgian Basketball Federation Official Site  

3

812

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: M_X_E_C_I  

ადიდას ბიჭO კალათბურთზე შენ ვინ ხარ რო აკოპირებ? თუ საჭირო იქნება ადმინისტრაცია დააკოპირებს ! ერთი 7-8 სტატია კალათბურთზე გაქ და ყველა ქოფია ! ! !

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: iventusi_rati  

M_X_E_C_I,დაგვერხა.

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: M_X_E_C_I  

არაუშავს ბიწEბო.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.