აირჩიეთ გუნდი:

წინასამაჩო: საქართველო VS ლატვია



24 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევ ტურნირში D ჯგუფის კიდევ ერთ გამორჩეულ გუნდს, ლატვიას დაუპირისპირდება.

ცნობილია მსაჯთა ვინაობა: ხრისტოს ხრისტოდულუ (საბერძნეთი), სინიშა ჰერცეგი (ხორვატია) და ერშან ქართალი (თურქეთი).

მატჩის წინა დღეს ჩვენმა გუნდმა ღია ვარჯიში გამართა, რომლის დასრულებისთანავე საშუალება მოგვეცა, კალათბურთელებს გავსაუბრებოდით.

* * *
გიორგი ცინცაძე:
- ბოსნიაში გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავდა. მატჩი ჩვენი უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეტოქე ძლიერი იყო და თამაშის გამოსწორება შეძლო. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, თუმცა იქამდე საქმე არ უნდა მიგვეყვანა.

- მაინც რის ხარჯზე მიაღწიეთ წარმატებას?
- გუნდურად ვითამაშეთ. თავისი საქმე ყველამ კარგად შეასრულა. თითოეული კალათბურთელი შეტევაში პასს არ აგვიანებდა. ამას არ შეიძლებოდა, შედეგი არ მოჰყოლოდა.

- ლატვიის ნაკრების წლევანდელი მატჩები ხომ არ გინახავთ?
- ჯერ არა, საღამოს განვიხილავთ (შეხვედრის წინა საღამოს). ბალტიისპირეთში ვთამაშობდი და ლატვიის ნაკრების წევრთა უმეტესობას ვიცნობ.

ვიცი, ვინ როგორ სტილში თამაშობს. ვიდეოგანხილვისას უკეთესად გავიცნობთ. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ ისინი თამაშს უკანახაზელებზე აგებენ, ყველას შეუძლია პერიმეტრიდან ტყორცნა. ამისთვის მზად ვართ.

* * *
თორნიკე შენგელია:
- ლატვიასთან მატჩის მნიშვნელობა კარგად გვაქვს გაცნობიერებული. იმედი გვაქვს, გულშემატკივარიც დაგვეხმარება. რაც უფრო სავსეა არენა, მით მეტი ხალისით ვთამაშობთ.

საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი აქვს ჩატარებული და ორჯერ გავიმარჯვეთ. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი აქვს. ამისთვის მომდევნო შეხვედრებში მეტი მობილიზება გვჭირდება.

- ბოსნიაში მომავალ თანაგუნდელ მირზა ტელეტოვიჩს თუ გაესაუბრე?
- მას ამერიკაში არ შევხვედრივარ. სარაევოში, მატჩამდე კი ერთმანეთი გავიცანით. თუმცა ბევრი არ გვილაპარაკია.



D ჯგუფი
ა გ თ მ წ სხ ქ
1. ბოსნია 3 2 1 289/269 5
2. საქართველო 2 2 0 176/159 4
3. ლატვია 2 1 1 169/157 3
4. რუმინეთი 2 1 1 154/164 3
5. ჰოლანდია 3 0 3 243/282 3

წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"  

2

980

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: Sportnews  

admin,
გეთანხმები

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: admin  

დღეს გავხევთ ლატვიას
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.