აირჩიეთ გუნდი:

ჯეიკობ პულენის სამიანი და დიდი სიხარული საქართველოს



საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი გამარჯვება. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მესამე შეხვედრა ლატვიასთან გამართა და 79:76 იმარჯვა. ქართველები დაკარგული ქულებით ჯგუფის ლიდერები არიან. კოკოშკოვის გუნდს სამიდან სამივე გამარჯვება აქვს, ბოსნიელებს კი 3 მოგების წილ 1 მარცხი გააჩნიათ. ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ბოსნიამ ბუქარესტში რუმინეთი 84:79 დაამარცხა.

ლატვიელებთან შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და დრამატულად დასრულდა. სტუმრებმა თავიდანვე დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ლატვიელები შორიდან იმდენად წარმატებით ვერ ისროდნენ როგორც სწრაფ გარღვევებს ახორციელებდნენ. რიგ მომენტებში ბალტიისპირელები წინაც გადიოდნენ, მაგრამ ანგარიში ძირითადად ქართველებს მიჰყავდათ. პირველი მეოთხედი საქართელოს მინიმალური უპირატესობით 21:20 დასრულდა.

მეორე მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა. ლატვიელები წინ გასვლა უფრო ხშირად ახერხებდნენ, თუმცა მეოთხედის მიწურულს მობილიზებული თამაშის წყალობით ქართელებმა დაწინაურება მოახერხეს - 41:36.

მესამე მეოთხედში ქართელებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს და უპირატესობა საიმედო გახადეს. მანუჩარ მარკოიშვილის, ზაზა ფაჩულიას და ჯეიკობ პულენის შედეგიანმა თამაშმა მესამე მეოთხედის მიწურულს მასპინძლები 13 ქულით დააწინაურეს. ლატვიელები არ ტყდებოდნენ და მატჩის ბოლო წუთებამდე შანსს ინარჩუნებდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, რომ საქართველო 10 ქულით - 76:66 იგებდა. აქ ლატვიელებმა სამქულიანი ჩააგდეს და პრესინგს მიმართეს, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ შეხვედრის ბოლო წუთზე ლატვიელებმა ანგარიში გაათანაბრეს - 76:76.

საქართველოს ნაკრებს თამაშის მოგების რეალური შანსი გაუჩნდა, თამაშის დასრულებამდე 30 წამი იყო და ჩვენები შეტევაში იყვნენ, თუმცა ბურთი დაკარგეს და დაცვაში ვიქტორ სანიკიძე დაჯარიმდა. ლატვიელმა მარეკს მეიერსმა საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე ორივე საჯარიმო ააცილა და მასპინძლება სწრაფი შეტევა წამოიწყეს. შეტევა საფინალო სირენის თანხლებით ჯეიკობ პულენმა დააგვირგვინა. ნატურალიზებულმა ამერიკელმა სამქულიანი ჩააგდო და დროც ამოიწურა. საქართველომ 79:76 გაიმარჯვა.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. D ჯგუფი. თბილისი. 24 აგვისტო
საქართველო 79:76 ლატვია
21:20, 20:16, 23:17, 15:23
საქართველო: ცინცაძე (9), მარკოიშვილი (19), სანიკიძე (10), შენგელია (12), ფაჩულია (18); პულენი (9), შერმადინი (2), ა. ბოისა

ჯეიკობ პულენის სამიანი და დიდი სიხარული საქართველოს


ჯეიკობ პულენის სამიანი და დიდი სიხარული საქართველოს


მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე შემდეგი კომენტარები გაკეთდა:

დაირის ბერტანსი, ლატვიის ნაკრების ფორვარდი:

თამაში თავიდანვე ცუდად დავიწყეთ, ჩვენ ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ, მეტოქემ კი ჩინებულად იასპარეზა და უპირატესობაც მოიპოვა. შემდეგ კი ყველამ ნახეთ რაც მოხდა. ქართველებმა არსპორტულად ითამაშეს და მიმაჩნია, რომ რამოდენიმე მომენდში მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. მეტს ვერაფერს დავამატებ.

მანუჩარ მარკოიშვილი, საქართველოს ნაკრების უკანახაზელი:

ძალიან დაძაბული თამაში იყო. ლატვია ჩვენთან ერთად ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია და ვიცოდით რომ წინ რთული თამაში გველოდა. ლატვიის ნაკრები ახალგაზრდა გუნდია, რომელსაც ჩვენთან შედარებით დიდი ენერგია გააჩნია. საბედნიეროდ გაგვიმართლა და მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. ვფიქრობ დღევანდელი გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ.

აინარს ბაგაცკისი, ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

ჩემს კარიერაში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა როდესაც სროლების მხოლოდ 25 პროცენტი ჩავაგდეთ. ქართველი გულშემატკივარი ძალიან აქტიური იყო და ვფიქრობ მოთამაშეებმა ვერ გაუძლეს მის ზეწოლას. უნდა ვაღიარო რომ დღეს საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში გულშემატკივარმა უდიდესი წვლილი შეიტანა.

კოტე ტუღუში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:

დიდი მადლობა ჩვენს მოწინააღმდეგეს, რომელმაც ბოლო წუთებამდე იბრძოლა და სანახაობრივი თამაში აჩვენა. მადლობა აგრეთვე ჩვენს გულშემატკივარს - დღეს სპორტის სასახლე სავსე იყო ჩვენი ნაკრების ქომაგებით. ვიმედოვნებთ ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება და მაყურებელი კვლავაც მხურვალედ დაგვიჭერს მხარს. რაც შეეხება მატჩს, ბოლო სამი წუთის განმავლობაში თამაში რადიკალურად შეიცვალა და იმედია მომავალ მატჩებში ასეთი რამ აღარ განმეორდება. მიმაჩნია, რომ სახიფათოა ეს ტენდენცია და მწვრთნელთა შტაბი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ჩვენი გუნდი ასეთ სიტუაციაში აღარ აღმოჩნდეს.

წყარო: gbf.ge  

1

1663

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

საღოლ რა მაგრად ითამაშა. როგორც იქნა ვიღაც გვყავს გადამწყვეტ მომენტში 3-ქულიანის მსროლელი.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.