ქართული კალათბურთი
ჰოლანდია-საქართველოს ტრანსლაცია პირველი ლედის დამსახურებაა

დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მაყურებელს 21:30 საათზე პირდაპირ ეთერში შესთავაზებს.

თავდაპირველად ჰოლანდიური მხარე შეხვედრის ტრანსლირებას საერთოდ არ გეგმავდა, რის გამოც ქართველი მაყურებელი ვერ შეძლებდა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვას, თუმცა ჰოლანდიურ მხარესთან მოლაპარაკება პირადად საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა აწარმოა და დღეს ქართველი მაყურებელი ჰოლანდიისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებების დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში ნახავს.

ეს შესარჩევი ეტაპის რიგით მეოთხე შეხვედრაა. ნაკრები ოპტიმალურ ფორმაშია, თუმცა ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი ვიქტორ სანიკიძის მოედანზე გასვლის საკითხი. მას ტრავმა აქვს მიღებული.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ზედიზედ სამი შეხვედრა აქვს მოგებული.











კომენტარის დამატება
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 21.07.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 574 комментария
  • 29 публикаций
^
რაულიტო,ხო მაგარია დღევანდელ დღეს აზრი მიეცა. 7 7 77
  • Sportnews

  • 27 აგვისტო 2012 11:53
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь Онлайн
  • 2783 комментария
  • 5347 публикаций
^
ძალიან კარგია, რომ ამ შეხვედრის ტრანსლაცია იქნება , მადლობა პირველ ლედს 8

--------------------