ჩვენი ჯგუფი: ლატვიამ ბოსნია გაანადგურა, ჰოლანდიამ რუმინეთს სძლია

ქართული კალათბურთი 31-აგვ, 17:299 Alex_Song 976 1





დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მეორე წრე დაიწყო. როგორც პირველ ტურში, საქართველო ამჯერადაც ისვენებს, ჩვენს ჯგუფში კი მეტად საინტერესო შედეგი დაფიქსირდა. ლატვიის ნაკრებმა დიდი გართულების გარეშე ბოსნია დაამარცხა - 80:64.

ლატვიელებს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუჭირდათ, რომელიც 19:16 დათმეს, შემდეგ კი უპირატესობა მხოლოდ მასპინძლებისა იყო. მეორე ათწუთეული აინარს ბაგაცკისის ნაკრებმა 26:11 მოიგო, ხოლო მესამეში ბოსნიას 24:19 აჯობა და ბოლო მეოთხედს აზრი დაუკარდა.

გამარჯვებულებს დაირის ბერტანსმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო, 16 ქულით კი მარტინს მეიერსი გამოირჩა. ბოსნიელთაგან საუკეთესო ზაკ რაიტი იყო 16 ქულით, მირზა ტელეტოვიჩმა კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

ჯგუფის მეორე მატჩში ჰოლანდიამ საკუთარ მოედანზე რუმინეთს 80:74 მოუგო და ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო ტური 2 სექტემბერს გაიმართება: საქართველო ბუქარესტში რუმინეთს შეხვდება, ხოლო ბოსნია ჰოლანდიას უმასპინძლებს.
ჩვენი ჯგუფი: ლატვიამ ბოსნია გაანადგურა, ჰოლანდიამ რუმინეთს სძლია



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 31-აგვ, 18:57

რუმინეთი-საქართველო როდისაა ??
კომენტარის დატოვება






რეკლამა