აირჩიეთ გუნდი:

რუმინთში გამგზავრებამდე ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა



საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან მატჩისთვის ემზადება. იგორ კოკოშკოვის გუნდი ბუქარესტში ხვალ, 11 საათზე ჩარტერული რეისით მიემგზავრება, დღეს კი ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. ჟურნალისტები ეროვნული გუნდის ვარჯიშის დასკვნით ნაწილს საკალათბურთო კლუბ „არმიას“ დარბაზში დაესწრნენ, სადაც კოკოშკოვის გუნდი ჰოლანდიიდან ჩამოსვლის შემდეგ ემზადება.
ბუნებრივია, მედიის ინტერესი ვიქტორ სანიკიძისკენ იყო მიმართული, რომელმაც მხრის ტრავმის გამო ჰოლანდიასთან მატჩი გამოტოვა. სანიკიძე მწყობრშია და დიდი ალბათობით რუმინეთში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.


რუმინთში გამგზავრებამდე ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა


ვიქტორ სანიკიძე
„ტრავმის შემდეგ უკვე მეორედ ვვარჯიშობ. ტკივილი აღარ მაწუხებს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სრულ მზადყოფნაში ვარ. შეიძლება ითქვას, რომ რუმინეთში ჩემი თამაშის შანსი 90 პროცენტია. იმედი მაქვს, მოედანზე გასვლას შევძლებ და ნაკრებს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარები...
ძალიან რთული წუთები გადავიტანე ჰოლანდიაში, სადაც ჩვენი ნაკრების თამაშს თვალს ტრიბუნიდან ვადევნებდი და მოედანზე შესვლის საშუალება არ მქონდა. განსაკუთრებით ბოლო წუთები იყო ძნელი გადასატანი, როცა ჰოლანდიელებმა ლიდერობა მოიპოვეს. ასეთი რამ აღარ უნდა დავუშვათ. ჰოლანდიასთან წაგების შემდეგ წაფორხილების საშუალება აღარ გვაქვს. დარჩენილი ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, თუმცა დღეს ჩვენი საზრუნავი მხოლოდ რუმინეთთან შეხვედრაა“.


რუმინთში გამგზავრებამდე ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა


ზაზა ფაჩულია:
„შესარჩევი ტურნირის ნახევარი გზა გავიარეთ, წინ კიდევ 4 მატჩია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ შეხვედრებში წარმატების მისაღწევად. რუმინეთთან რთული ბრძოლა გველის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
თორნიკე შენგელია:
„ჰოლანდიასთან წაგების გამო უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. რუმინეთში მოსაგებად მივდივართ და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ყველანი კარგ ფორმაში ვართ. არა აქვს მნიშვნელობა, რა შედეგები ფიქსირდება ჩვენი ჯგუფის სხვა მატჩებში, ლატვიამ ბოსნიას მოუგო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ჩვენ ყველა თამაშში მოგებაზე უნდა ვითამაშოთ“.
გიორგი შერმადინი:
„ვემზადებით რუმინეთთან მატჩისთვის და დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ. წინა ტურში ჩვენი ნაკრები ისვენებდა, ლატვიამ კი ბოსნიას მოუგო, რაც ჩვენთვის არ იყო ხელსაყრელი, მაგრამ ბევრი არაფერი იცვლება. მომდევნო 2 მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური გავინაღდოთ, დარჩენილ მატჩებში კი პირველ ადგილზე გასასვლელად ვიბრძოლოთ“.

რუმინთში გამგზავრებამდე ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

წყარო: GBF.ge  

3

1278

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: iventusi_rati  

ეს მოგება ისე გვესაჭიროება ჯგუფიდან გასვლისთვის როგორც ჰაერი. მიდით ბიჭები.

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: Sportnews  

რუმინეთს მართლა აუცილებლად უნდა მოვუგოთთ

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Red_Army  

უნდა მოვიგოთ აუცილებლად რა !!! მიდით ბიჭებოოოო !!! ვიკაააა!!!!
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.