აირჩიეთ გუნდი:

იგორ კოკოშკოვი: რუმინეთი სათანადოდ შევაფასეთ



გთავაზობთ რუმინეთისა და საქართველოს მატჩს შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს:

იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი


„ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა. ჩვენ სათანადოდ შევაფასეთ რუმინეთი, რომელსაც ძალიან კარგი გუნდი და პერსპექტიული მოთამაშეები ჰყავს. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა გველოდა. ჩვენ გამარჯვება ბოლო მომენტამდე არ გვქონდა განაღდებული, ას რომ წარმატების მისაღწევად ბრძოლა მთელი 40 წუთის მანძილზე მოგვიწია.

თორნიკე შენგელია

„წინა მატჩში ჰოლანდიაში დამარცხების შემდეგ, ეს იყო ჩვენი გუნდის კარგი თამაში. ჩვენ ვცდილობდით დაცვაში კარგად გვეთამაშა. რუმინეთმა ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია და ბოლო წუთებამდე არ დაგვნებდა. წინ კიდევ 3 მატჩი გვაქვს და იმედი მაქვს, ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო მატჩი ბოსნიასთან“.

მლადენ ოსტოიჩი, რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

„პირველ რიგში მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს გამარჯვება. ჩვენ საქართველოში უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე აქ. ქართველებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, ბევრი ძალიან კარგი მოთამაშით დაკომპლექტებული. ჩვენ ვცდილობდით, მაქსიმუმი გაგვეკეთებინა, მაგრამ ვერ შევძელით კონცენტრირება შეტევაზე. დღეს ჩვენი გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯა, მაგრამ თამაშის ბედი დაცვაში თამაშმა გადაწყვიტა.

ანდრეი მაჩადე, რუმინეთის ნაკრების წევრი

„ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ჩვენს წინააღმდეგ ძალიან გამოცდილი გუნდი თამაშობდა, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, მატჩს კარგად აკონტროლებდა და თქვენ ნახეთ საბოლოოდ შესაბამისი ანგარიში ტაბლოზე. ჩევნ არასტაბილურად ვითამაშეთ. გვქონდა მომენტებში ძალიან კარგი პასები, მაგრამ ცუდი ეპიზოდები და შეცდომები სჭარბობდა. თანაც, ბოლოს გამძლეობამაც გვიმტყუნა“.

 

1

786

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Sportnews  

ეხლა 5 ში ბოსნია აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, ნეტავ ჰოლანდიასთან არ წაგვეგო რა

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.