აირჩიეთ გუნდი:

დღეს ზაზა ფაჩულიამ ვერ ივარჯიშა



საქართველოს ნაკრებს ხვალ მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის. იგორ კოკოშკოვის გუნდი ბოსნიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს ოფიციალურად მოიპოვებს. დღეს კი ჩვენმა ნაკრებმა მორიგი ვარჯიში ჩაატარა, რომლის დასკვნითი ნაწილი მედიისთვის ღია იყო. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ზაზა ფაჩულიას თამაშის საკითხი. ზაზამ დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო. იგი მხოლოდ ინდივიდუალური, მსუბუქი ვარჯიშით შემოიფარგლა.

ზაზა ფაჩულია:

„სამწუხაროდ რუმინეთის თამაშის შემდეგ ტრავმის მხრივ დიდი პროგრესი არ ყოფილა. თუმცა წინ 12 საათია და ვნახოთ შევძლებ თუ არა ასპარეზობას. შეასძლოა ხვალ ვარჯიშიც შევძლო, თუმცა ეს საკითხი მაინც კითხვის ნიშანის ქვეშ დგას. რაც შეეხება ბოსნიას, საკმაოდ კარგი გუნდია. სამ მოთამაშეს გამოვარჩევდი: მირზა ტელეტოვიჩს, მიჰათ დედოვიჩს და ამერიკელ ზაკ რაიტს. ბოსნიაში გახსოვთ როგორი დაძაბული ბრძოლა იყო. მეტოქრ აქაც შეეძლება გამარჯვების მოპოვეს, მაგრამ სახლში ვთამაშობთ და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ“.

დღეს ზაზა ფაჩულიამ ვერ ივარჯიშა


კოტე ტუღუში:

„ძალიან რთული მატჩი გველოდება. ბოსნია ძლიერი მეტოქეა,, ხვალინდელი ამარჯვება კი უმნიშვნელოვანესია ჩვენი გუნდისთვის. მოგების შემთხვევაში ჩვენი გუნდს ევროპის ჩემპიონატზე საგზური გარანტირებული ექნება, ამიტომ მომავალი შეხვედრისთვის მაქსიმალურად ვემზადებით და უამრავ გულშემატკივარს ველოდებით. როგორც წინა დაპირისპირებაში, ამჯერადაც დაცვაზე გავახვილებთ ყურადღებას და ყველანაირად ვეცდებით ბოსნიის ნაკრების ორი გამორჩეული ლიდერის ტელეტოვიჩისა და დედოვიჩის შეჩერებას. იმედია ეს ტაქტიკა ისევე გაამართლებს როგორც ბოსნიაში და წარმატებას მივაღწევთ“.

დავით უსტიაშვილი:

„წინ დაძაბული მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება უმნიშვნელოვანესია იქნება ჩვენი გუნდითვის ამიტომ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, მისი თამაშის შანსები 50/50-ზეა და ეს საკითხი საბოლოოდ ხვალ გადაწყდება“.

გიორგი შერმადინი:

„რუმინეთიდან უნიშვნელოვანესი მოგება წამოვიღეთ, თუმცა ახლა ჩვენი ყურადღება ბოსნიაზე გადატანილი, რომელიც ძალიან ძლიერი მეტოქეა. ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს ამ გამარჯვების მოსაპოვებლად და წარმატების მისაღწევად“.

დღეს ზაზა ფაჩულიამ ვერ ივარჯიშა


ქსრთველების შემდეგ სპორტის სასახლის დარბაზი ბოსნიელებმა დაიკავეს. ბალკანელთა მთავარმა ლიდერმა მირზა ტელეტოვიჩმა ქართულ მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე იასპარეზებს, რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. მიუხედავად ამისა, არც ჩვენ დავზოგავთ ძალებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ასე რომ, ვფიქრობ წინ საკმაოდ საინტერესო მატჩი გველოდება. რაც შეეხება წინა დაპირისპირებას, თამაში თავიდანვე ძალიან ცუდად დავიწყეთ. მართალია, შემდეგ გამოვასწორეთ ჩვენი შეცდომები, თუმცა არ გგავიმართლა და მატჩის ბედი საბოლოოდ მეტოქის სასარგებლოდ გადაწყდა“.

დღეს ზაზა ფაჩულიამ ვერ ივარჯიშა

დღეს ზაზა ფაჩულიამ ვერ ივარჯიშა

წყარო: GBf.ge  

2

747

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: Red_Army  

მაინც მოვიგებთ !

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: tamaz.toqmadze  

ზაზას გარეშე ამ თამაშის მოგება ძალიან გაგვიჭირდება!
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.