აირჩიეთ გუნდი:

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა! (+ ვიდეო)



საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. იგორ კოკოშკოვის გუნდმა რიგაში ლატვიის ნაკრები დაამარცხა და ჯგუფში მეორე აგილი გაინაღდა. ბალტიისპირეთში გამარჯვებით აზრი დაეკარგა ბოლო მატჩის შედეგს, რომელშიც საქართველო ჰოლანდიას ხვდება. კოკოშკოვის გუნდმა ბოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი რომც წააგოს, მაინც მეორე ადგილს დაიკავებს, რადგან ლატვიას პირად შეხვედრებში სჯობს.

მაშ ასე, საქართველომ პირველზე გასული ბოსნიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, ლატვია კი მესამეა და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად სხვა ჯგუფებში დაფიქსირებულ სედეგებს უნდა დაელოდოს. საქართველოს ნაკრებმა რიგაში ძალიან კარგად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში 7 ქულით აგებდა, შეხვედრა შემოატრიალა და სათავისო ანგარიშით დაასრულა.

გამარჯვებაში საქართველოს ნაკრების ძირითადი ხუთეულის წევრებმა ლომის წილი დაიდეს. შესანიშნავად ითამაშა ჯეიკობ პულენმაც, რომელიც თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და საბოლოოდ შეხვედრა 15 ქულითა და 4 პასით დაასრულა. 15 ქულა ჰქონდა ზაზა ფაჩულიასაც, რომელმაც 6 მოხსნა და 2 ჩაჭრაც მიითვალა. მატჩის ბომბარდირი 17 ქულით მანუჩარ მარკოიშვილი გახდა, ხოლო გიორგი ცინცაძემ 14 ქულით გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

საქართველოს ნაკრები ლატვიიდან 10 სექტემბერს, გამთენიისას დაბრუნდება და მზადებას ევროშესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩისთვის განაგრძობს, რომელიც 11 სექტემბერს, 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი. 8 სექტემბერი
ლატვია 70:73 საქართველო
13:7, 11:24, 21:17, 25:25

ლატვია: ვეცვაგარსი (2წთ, 1 პ), მეიერისი (7წთ, 2ქ, 1მ), ტრეიმანისი (5წთ, 1მ), დავის ბერტანსი (16წთ, 3ქ, 3მ), იერომანოვსი (19წთ, 3ქ, 3მ, 1პ), სტრელნიეკსი (29წთ, 11ქ, 2მ, 6პ), ბერზინსი (23წთ, 15ქ, 5მ, 2პ), სელაკოვსკი (10წთ, 2ქ, 4მ), მეიერსი (24წთ, 14ქ, 8მ, 1პ), კუკსიკსი (31წთ, 5ქ, 3მ, 1პ), დაირის ბერტანსი (32წთ, 15ქ, 2მ, 2პ).
საქართველო: ფაჩულია (30წთ, 15ქ, 2მ, 2პ), ცინცაძე (34წთ, 14ქ, 1მ, 2პ), შერმადინი (10წთ, 2ქ, 3მ), მარკოიშვილი (24წთ, 17ქ, 6მ, 1პ), ფაცაცია (10წთ, 2მ), სანიკიძე (33წთ, 7ქ, 9მ), შენგელია (28წთ, 3ქ, 8მ, 1პ), პულენი (20წთ, 15ქ, 2მ, 4პ).

სრული სტატისტიკა



საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა! (+ ვიდეო)


წყარო: GBF.ge  

2

2058

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: Sportnews  

ციტატა: iventusi_rati
ცინცაძემ მაგრად ითამაშა.

ცინცაძემაც კარგად ითამაშა, მარკოიშვილი კიდევ საუკეთესო იყო , ორივე ძალიან საჭირო სამიანები ჩააგდეს, ასევე პულენის ზედიზედ აღებულ 8 ქულას გამოვყობ

გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: iventusi_rati  

ცინცაძემ მაგრად ითამაშა.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.