აირჩიეთ გუნდი:

იგორ კოკოშკოვი: მადლობა ქართველ გულშემატკივრებს



იგორ კოკოშკოვი: მადლობა ქართველ გულშემატკივრებს და კალათბურთის ფედერაციას

საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები და წამყვანი მოთამაშეები გამოცხადდნენ.


იგორ კოკოშკოვი: მადლობა ქართველ გულშემატკივრებს


იგორ კოკოშკოვი

"ამ თამაშის წინ ჩვენ არცთუ წარმატებული შეხვედრა ჩავატარეთ (შინ ბოსნიასთან) და თან ვიცოდით, რომ ლატვიელები ჩვენთან სათამაშოდ განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.

თავიდან რიგაში თამაში არ წაგვივიდა და საჯარიმოებსაც ცუდად ვისროდით, თუმცა საბედნიეროდ, შემდეგ მდგომარეობა გამოვასწორეთ.

ლატვიას მსოფლიოში განთქმული საკალათბურთო სკოლა აქვს და ეს გამარჯვება ჩვენთვის მით უფრო სასიხარულოა.

კალათბურთი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარსა და ფედერაციას იმ თანადგომისთვის, რომელიც ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარა".

მანუჩარ მარკოიშვილი:

„ჩვენ მართლა ძალიან გახარებულები ვართ ამ გამარჯვებით, რადგან მიმდინარე გათამაშებაში 2 მატჩი წაგებული გვაქვს. ლატვიას ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდი ჰყავს და მათ წარმატებას ვუსურვებთ“.

აინარს ბაგაცკისი, ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:


„მეორე ტაიმში ბევრი შეცდომები დავუშვით, ჩვენ ვერ შევძელით ჯეიკობ პულენისა და ზაზა ფაჩულიას შეჩერება. ჩვენი დაცვა ცუდად გამოიყურებოდა. მეტოქისგან 33 საჯარიმო სროლა საკუთარ მოედანზე, ეს უბრალოდ მიუღებელია“.

კასპარას ბერზინსი, ლატვიის ნაკრების მოთამაშე:


„ჩვენ თამაში კარგი დაცვით დავიწყეთ. მეორე მეოთხედამდე ვლიდერობდით, რის შემდეგაც ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ჩვენ საშუალება მივეცით მეტოქეს, ფარზე გაბატონებულიყო და ამის გამო დავმარცხდით. დარბაზში კარგი ატმოსფერო იყო და ჩვენ ძალიან გვეწყინა, გულშემატკივარი რომ ვერ გავახარეთ“.

11 სექტემბერი


საქართველო - ჰოლანდია
რუმინეთი - ლატვია

წყარო: GBF.ge  

0

731
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.