Image

ზაზა ფაჩულია მოედანს 9 ქულა-მოხსნით დაუბრუნდა

ქართული კალათბურთი / NBA 15-ოქტ, 21:029 Sportnews 1535


2 მატჩის გამოტოვების შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ცენტრმა საზარდულის ტკივილის გამო არ ითამაშა, თუმცა, როგორც ჩანს, მან ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა.

მორიგ საგამოფენო მატჩში „ქორები“ მემფისში „გრიზლისს“ შეხვბდნენ და 102:110 დამარცხდნენ. ფაჩულია ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანი 9 ქულითა და ამდენივე მოხსნით დატოვა.

ფაჩულიამ მოედანზე 22 წუთი გაატარა და 8 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 საჯარიმოც მოაყოლა და 9 ქულა დააგროვა. ზაზა აქტიური იყო ფარქვეშ და საბოლოოდ ატლანტელთაგან ყველაზე მეტი - 9 მოხსნა მოაგროვა. სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში მოედანზე გატარებულ 26 წუთში 13 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა ფაჩულიას კონკურენტმა ცენტრის პოზიციაზე ალ ჰორფორდმა.

მორიგ საგამოფენო მატჩს „ატლანტა“ 19 ნოემბერს შინ „ნიუ ორლეანთან“ გამართავს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
chelseafun 18 ოქტომბერი 2012 14:04
საღოლლ ზაზაა კარგიაა ასე გააგრძელე
igroki11 17 ოქტომბერი 2012 21:27
ვაუ მაგარიაააააააააააააააააააა
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (371)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა