Image

შერმადინის მაქაბმა შალონი გაანადგურა

ქართული კალათბურთი 26-ოქტ, 11:169 Sportnews 1066


















25 ოქტომბერს ევროლიგაზე ყველაზე დიდი სხვაობა +29 ქულა საფრანგეთში დაფიქსირდა - "შალონმა" ისრაელის "მაქაბისთან" 61:90 წააგო.

მწვრთნელმა, დევიდ ბლატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა თავისი ოსტატობა: მეორე პერიოდში, მაშინ როცა მისი გუნდი ათი ქულით დაწინაურდა ფრანგებს მოედნის მთელს სიგრძეზე პრესინგი დაუწესა, რომლის გარღვევა შალონელებმა ვერ შეძლეს, შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ. შესაბამისად, მეორე ათწუთეული მაქაბელებმა 27:13 მოიგეს.

გიორგი შერმადინმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა, საოცარი დამთხვევაა: სწორედ იმდენი წუთი ითამაშა, რამდენიც თორნიკე შენგელიამ, იმდენი ჩააგდო, რამდენიც თორნიკემ და იმდენჯერ მოხსნა, რამდენჯერაც შენგელიამ. მოკლედ: 12 წუთი, 3 ქულა, 5 მოხსნა.

თუმცა გიორგის ქულათა გრაფაში უფრო მაღალი ციფრის ჩაწერაც შეეძლო, მაგრამ საჯარიმოები უჩვეულოდ არაზუსტად ისროლა - 5-დან 1 გამოიყენა.

მეოთხე პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეპიზოდი შერმადინის ჩატენვა იყო, რომელსაც ფრანგების მხრიდან წესების დარღვევა მოჰყვა.

38-ე წუთზე გიორგიმ ტრიალში ნახევარკაუჭით ისროლა, რასაც ფრანგმა კომენტატორებმა ასეთი შეფასება მისცეს - შერმადინი, როგორც აბდულჯაბარიო, თუმცა ტყორცნამ მიზანს ვერ მიაღწია.

მატჩის ბომბარდირი 17 ქულით მაქაბელი დევიდ ლოგანი გახდა.

კიდევ ერთი მსგავსება შენგელიასთან: შერმადინის გუნდსაც სამი მოგება აქვს, თუმცა ევროლიგაზე მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 26 ოქტომბერს ამ შეჯიბრებაში ორ-ორი წაგების მქონე "კანტუ" (მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი) და "მონტეპასკი" (ვიქტორ სანიკიძის). ითამაშებენ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (275)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა