Image

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში ისევ გამოჩნდა

ქართული კალათბურთი 13-ნოე, 01:149 Sportnews 1239


















„ატლანტა ჰოუქსის“ მწვრთნელი დრიუ გუდენი ექსპერიმენტებს განაგრძობს. ერთმატჩიანი შესვენების შემდეგ მან სასტარტო ხუთეულში დააბრუნა ზაზა ფაჩულია. თავიდანვე იყო მოედანზე ატლანტელთა ცენტრი ალ ჰორფორდიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი 2 ცენტრით თამაშის გზებს ეძებს. სამწუხაროდ, „კლიპერსთან“ მატჩში ამან არ გაამართლა. ატლანტელები ლოს ანჯელესში 76:89 დამარცხდნენ.

ფაჩულია ზედიზედ მეორე მატჩია, სამქულიანს ესვრის, რაც სავადაუდოდ იმის გამოა, რომ მწვრთნელი მას ფორვარდად ათამაშებს, ჰორფორდს კი - ცენტრის პოზიციაზე. ზაზამ სამქულიანი ააცილა, ხოლო საშუალო დისტანციიდან 5-დან 2 ჩააგდო, რასაც 2-დან 1 საჯარიმო მოაყოლა და საბოლოოდ 5 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად ფაჩულიამ 6 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.

ატლანტელებს 5 მატჩიდან 2 გამარჯვება აქვთ და ამ შედეგით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან. 5-დან 3 გამარჯვებით მე-5 ადგილზეა თორნიკე შენგელიას „ბრუკლინი“, რომელმაც „ორლანდოს“ უმასპინძლა და 82:74 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე არ გამოჩენილა.

მომდევნო შეხვედრას „ბრუკლინი“ 13 ნოემბერს შინ „კლივლენდთან“ გამართავს, ხოლო ფაჩულიას „ატლანტა“ ხვალ, გამთენიისას, პორტლენდში „ბლეიზერსს“ დაუპირისპირდება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (361)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა