Image

ფაჩულია ხუთეულში, შენგელია - განაცხადს მიღმა

ქართული კალათბურთი 22-იან, 11:239 Sportnews 1139


თორნიკე შენგელია ისევ განაცხადს მიღმაა, ზაზა ფაჩულია კი სასტარტო ხუთეულში აგრძელებს თამაშს. დღეს, გამთენიისას, ორივე ქართველის გუნდმა იმარჯვა.

თანაც ორივემ საკმაოდ სერიოზული მეტოქე დაამარცხა. ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ მძლავრი, თუმცა ტრავმებით გატანჯულ „მინესოტას“ 104:96 მოუგო, თორნიკე შენგელიას „ბრუკლინმა“ კი „ნიუ იორკი“ ამ უკანასკნელის შინაურ არენა „მედისონ სკვერ გარდენში“ დაამარცხა - 88:85.

მე-6 მატჩია, შენგელია ბრუკლინელთა განაცხადში ვერ ხვდება. ფაჩულიამ კი ხუთეულში, თუმც მხოლოდ 15 წუთი ითამაშა და 2 ქულას დასჯერდა. მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ ქართველმა ცენტრმა მოედანი მოხსნის გარეშე დატოვა. ფაჩულიამ მხოლოდ ერთხელ შეუტია მინესოტელთა ფარს და ისიც შედეგიანად. 2 ქულასთან ერთად ზაზას 3 პასი ჰქონდა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

23 მოგებითა და 18 წაგებით ატლანტელები აღმოსავლეთში მე-6 პოზიციაზე რჩებიან, ხოლო „ბრუკლინმა“ „ჩიკაგოს“ გადაასწრო და მე-4 ადგილზე აღზევდა. მომდევნო მატჩს ორივე ქართველის გუნდი 23 იანვარს გამართავს. „ბრუკლინი“ მინესოტაში ითამაშებს, ხოლო „ატლანტა“ შარლოტში „ბობქეთსს“ დაუპირისპირდება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Magic 29 იანვარი 2013 18:35
მალე ათამაშდება შენგელია
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (145)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა