იგორ კოკოშკოვმა კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა

სუპერლიგა 18-დეკ, 23:239 Sportnews 2643 0






საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მინიმუმ კიდევ 2 წლით იგორ კოკოშკოვი უხელმძღვანელებს. თუმც ხელშეკრულება 2+2 წლიანია და სურვილის შემთხვევაში კონტრაქტი ზედმეტი პროცედურების გარეშე, თავისთავად გახანგრძლივდება.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ საპრესკონფერენციო დარბაზში სერბ სპეციალისტთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. იგორ კოკოშკოვი თბილისში ამერიკიდან წუხელ ჩამოფრინდა და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ყვარელში გაემგზავრა, სადაც მიხეილ სააკაშვილისგან ეროვნულ ნაკრებში გაწეული შრომისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018