ბრაიანტის ტრანსფერი რეალური ხდება

უცხოური კალათბურთი 28-ივლ, 15:419 slim4you 2675 2





ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა NBA-ს ვარსვლავმა კობი ბრაიანტმა დატოვოს "ლეიკერსი" და თურქულ "ბეშიქთაშში" გადავიდეს.

ახლა ეს მოსაზრება უფრო რეალური გახდა. ამ ტრანსფერის შესახებ უკვე ორივე მხარე აკეთებს კომენტარს.

ბეშიქთაშის წარმომადგენელს სარეფ იალსინს დიდი იმედი აქვს, რომ ისინი შეძლებენ ბრაიანტის შეძენას.

"დიდი იმედი მაქვს კობი ჩვენი მოთამაშე გახდება, ამჯერად შანსი 50 %–ია. ყველაფერი ჩვენი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა" – განაცხადა იალსინმა.

ზემოთ ხსენებული შეხვედრა კი 30 ივლისს შედგება, სადაც კობი ბრაიანტი "ბეშიქთაშის" მესვეურებს შეხვდეაბ, რათა კონტრაქტის თაობაზე მოილაპარაკონ.

თავად 32 წლის ვარსკვლავი არ ამხელს თავის სამომავლო გეგმებს მაგრამ აცხადებს, რომ მისთვის ძალიან საინტერესო იქნება თურქეთში თამაში.

აქვე გეტყვით იმას, რომ 13 ჯერ ოლსტარში მონაწილე ბრაიანტს ამჟამინდელ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქკი აკავშირებს რაც არც ისე იაფი გამოსასყიდი უნდა იყოს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სარეფ იალსინის სიტყვებს ეს ფაქტი ტრანსფერს ხელს ვერ შეუშლის.

"მთავარია ბრაიანტმა გადადგას ეს ნაბიჯი და გადაწყვიტოს ჩვენთან წამოსვლა, ფული პრობლემა არაა!" – განაცხადა მან.

ჩვენ კი ისღა დაგვჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

დიტო ზუბიტაშვილი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

Mamba 16-აგვ, 19:16

ვინ გითხრა რო არავის არ უკვირს, 81 ქულა რო ჩააგდო კობიმ ძაან კარგადაც გაუკვირდათ და ჯორდანიც ბევრჯერ გააკვირვა კობიმ bandwagoner.

ბეშიქთაშს რაც შეეხება კონტრაქტი არ შედგა

admin 28-ივლ, 18:36

კობი ძალიან მაგარია მაგრამ, ჯორდანის მერე ასეთი თამაში არავის არარ უკვირს :)
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018