აკადემიის ნორჩი კალათბურთელები გიორგი ცინცაძეს შეხვდნენ

უცხოური კალათბურთი 13-დეკ, 21:159 Alex_Song 3075 0






გიორგი ცინცაძე „საკალათბურთო აკადემიას“ ეწვია. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე საკალათბურთო დარბაზში სხვადასხვა ასაკის მოზარდები ვარჯიშობენ, რომლებსაც დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელთან შეხვედრის და მასთან სურათების გადაღების პატივი ერგოთ.

გიორგი ცინცაძე სწორედ „საკალათბურთო აკადემიის“ აღზრდილია. წლების მანძილზე ის ამ დარბაზში ეუფლებოდა საკალათბურთო ცოდნას და 18 წლის იყო, მოსკოვიც ცსკა-მ რომ აიყვანა. ცინცაძე ახალგაზრდა კალათბურთელებს გაესაუბრა, მათთან ერთას ცოტა წაითამაშა და ფოტოები გადაიღო. აკადემიის ხელმძღვანელობამ სპეციალურად დაბეჭდა ცინცაძის სურათები, რომლებიც მოზარდ კალათბურთელებს დაურიგდა და ვისაც სურვილი ჰქონდა, ნაკრების წევრს ავტოგრაფიც გამოართვა.



აკადემიის ნორჩი კალათბურთელები გიორგი ცინცაძეს შეხვდნენ


ცინცაძე შუა სეზონში თბილისში იმიტომ არის, რომ ევროპის ჩემპიონატზე დაშავებულ ფეხზე ოპერაცია გადაიტანა და ეხლა რეაბილიტაციის პროცესს გადის. როგორც თავად აღნიშნა, გიორგი მიმდინარე სეზონის დარჩენილ დროს საკალათბურთო კლუბ „ოლიმპში“ გაატარებს. ის იანვრის ბოლოს სამედიცინო შემოწმებას ლიტვაში გაივლის და თუ ექიმები ნებას დართავენ, სრული დატვირთვით ივარჯიშებს. ახლა იგი მსუბუქად, ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

აკადემიის ნორჩი კალათბურთელები გიორგი ცინცაძეს შეხვდნენ


აკადემიის ნორჩი კალათბურთელები გიორგი ცინცაძეს შეხვდნენ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018