უცხოური კალათბურთი
საკალათბურთო ოლიმპიადას წილი უყარეს

შედგა ოლიმპიური საკალათბურთო ტურნირის წილისყრა. გუნდები ჯგუფების მიხედვით ასე გადანაწილდნენ.

ვაჟთა ტურნირი

A ჯგუფი: აშშ, საფრანგეთი, არგენტინა, ტუნისი, საკვალიფიკაციო ტურნირის 1-ლი და მე-2 გუნდები.

B ჯგუფი: ესპანეთი, ავსტრალია, ბრაზილია, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 გუნდი.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2-8 ივლისს ვენესუელაში შედგება და მასში მონაწილეობას ასევე 12 ნაკრები მიიღებს.

A ჯგუფი: საბერძნეთი, იორდანია, პუერტო-რიკო.

B ჯგუფი: ლიტვა, ნიგერია, ვენესუელა.

C ჯგუფი: დომინიკის რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, რუსეთი.

D ჯგუფი: ანგოლა, მაკედონია, ახალი ზელანდია.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ჯგუფებიდან მეოთხედფინალში ორ-ორი საუკეთესო გავა (A ჯგუფის მოწინავენი B ჯგუფის ლიდერებს ეთამაშებიან, C ჯგუფის - D-ს) და ასპარეზობას ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს, ოლიმპიადის საგზურს კი ფინალისტები და მესამეადგილოსანი ნაკრები მიიღებენ.

ქალთა ტურნირი

A ჯგუფი: აშშ, ჩინეთი, ანგოლა, საკვალიფიკაციო ტურნირის 1-ლი, მე-2 და მე-4 გუნდები.

B ჯგუფი: ავსტრალია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 და მე-5 გუნდები.










კომენტარის დამატება