like post / რაგბი
Telegraph: კვირიკაშვილის ტრაგიკული ისტორია გვიჩვენებს თუ როგორ ეხმარება რაგბი ადამიანს

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Telegraph მერაბ კვირიკაშვილის შესახებ სტატია დაწერა, სადაც ეხმაურება თემას თუ რა შეუძლია რაგბს და როგორ ეხმარება სპორტის ეს სახეობა ადამიანს.

გამოცემა იხსენებს, რომ 2016 წლის ივლისში ქუთაისი-სამტრედიის გზატკეცილზე მერაბ კვირიკაშვილი ავარიაში მოჰყვა, სადაც მისი მეუღლე 4 შვილის დედა ნუცა გარდაიცვალა. 16 თვის შემდეგ კი მიუხედავად ასეთი მძიმე ტრაგედიისა , სპორტსმენი რაგბს დაუბრუნდა და ნოემბრის ტესტებმა აჩვენა რომ ის საკმაოდ კარგ ფორმაშიც არის. ავტოავარიაში კიდევ ერთი მორაგმე გიორგი ლომინაძე მოჰყვა, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა. აღნიშნული ტრაგიკული მოვლენის შემდეგ მხარდაჭერა მერაბს ძალიან ბერმა მორაგბემ გამოუცხადა.

Telegraph ასევე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის სიტყვებს იხსენებს.

Telegraph: კვირიკაშვილის ტრაგიკული ისტორია გვიჩვენებს თუ როგორ ეხმარება რაგბი ადამიანს


"ეს იყო ძალიან მძიმე დრო მერაბისთვის , საშინელება, შემთხვევის შემდეგ რამდენიმე კვირაში მერაბს ვუთხარი, რომ დაბრუნებულიყო რაგბში, რადგან ეს მას დაეხმარებოდა"

კვირიკაშვილი ტრაგედიის შემდეგ პირველად ეროვნულ ნაკრებში იაპონიასთან შეხვედრაში დაბრუნდა , შეხვედრაში, სადაც საქართველო იაპონიასთან 22-28 დამარცხდა.

მაშინ მერაბი ნამდვილად არ იყო კარგ ფორმაში თუმცა ეს იყო სასიკეთოდ დაწყებული პროცესი, კვირიკაშვილს გაუჩნდა იმედი, რომ ის კვლავ ითამაშებდა მაღალ დონეზე. ის რეგულარულად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში და 2017 წელს 100 მატჩიან ნიშნულსაც გადასცდა.

"მე ვერც კი წარმოვიდგენ რაც მერაბმა შეძლო, მან საკუთარი თავი რაგბისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის გადადო , ამ ხნის განმავლობაში მას ყველა მხარში ედგა და რაგბი ერთი დიდი ოჯახია"-ციტირებს გამოცემა კვლავ მილტონ ჰეიგის სიტყვებს.

წყარო: telegraph








კომენტარის დამატება