ის თავიდან უბრალოდ ევროპული პასპორტისთვის მოვიდა , შემდეგ კი ... - ქართველებისთვის საამაყო ფაქტი მაიკლ დიქსონზე

like post / კალათბურთი / ქართული კალათბურთი 02-დეკ, 00:419 Sportnews 6521 0






მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ორ შეხვედრაში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა.

ლიდერების გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრების ნამდვილი ლიდერი დიქსონი გახლდათ და კალათბურთელმა სერბეთის წინააღმდეგ შეხვედრაში 36 ქულას მოუყარა თავი.

დიქსონი რეკორდის თანაავტორი გახდა, ერთ შეხვედრაში ჩაგდებული ყველაზე მეტი ქულის მიხედვით, ამერიკელმა ზაზა ფაჩულიას რეკორდი გაიმეორა.

საინტერესოა , რომ როგორც ირკვევა დიქსონი საქართველოს ნაკრებში თავიდან უბრალოდ ევროპული პასპორტის გამო მოვიდა, რადგან ევროპულ კლუბებში ამერიკელთა ლიმიტში არ მოხვედრილიყო, შემდეგ კი მან თავად გამოთქვა სურვილი, რომ კვლავ ჩვენ ნაკრებში გაეგრძელებინა თამაში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018