like post / ვიდეო / ჭიდაობა
1 წლის შემდეგ: როგორ შეიცვალა 15 წლის სპორტსმენის ცხოვრება, რომელიც სადგურის მოედანზე ლიმონს ყიდდა

მედია საშუალება "პალიტრავიდეო" 1 წლის შემდეგ აიდანზე ახალ სიუჯეტს აქვეყნებს.

ერთი წლის წინ, "პალიტრავიდეოს" სიუჟეტი ერთ დღეში 100 000-მდე ადამიანმა ნახა, დაინტერესდნენ სხვა მედიასაშუალებებიც. "პალიტრამედიაში" დახმარების უამრავმა მსურველმა დარეკა. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის გასვლის შემდეგ ერთი წელი გავიდა, აიდენიზის დახმარების მსურველთა რიცხვი დღემდე არ წყდება.

ჩვენ დავინტერესდით, რა შეიცვალა ახალგაზრდა სპორტსმენის ცხოვრებაში ერთი წლის შემდეგ. როგორც სიუჟეტიდან ჩანს, სპორტსმენი ბევრად უფრო წელგამართული და თავდაჯერებულია.

აიდენიზს ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ უკვე საქართველოს მოქალაქეა და ამბობს, რომ ამდენი ადამიანის დახმარების შემდეგ სურს, უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს და საზოგადოებას მადლობა ასე გადაუხადოს.


ავტორი: თიკო გურაშვილი
ოპერატორი: გიგა დანელია
მონტაჟი: გელა ბერიანიძე


წყარო : palitravideo.ge - პალიტრავიდეო











კომენტარის დამატება