like post / ჭიდაობა
ამით უნდა იამაყოთ! - რა სთხოვა ქართველმა სახელოვანმა ფალავანმა ლევან თედიაშვილმა ირანელ შაჰს?

ამით უნდა იამაყოთ! - რა სთხოვა ქართველმა სახელოვანმა ფალავანმა ლევან თედიაშვილმა ირანელ შაჰს?


1971 წელს თეირანში გაიმართა ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი , რომელშიც მონაწილეობას იღებდა 23 წლის ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილიც, მომავალში - ლეგენდარული სპორტსმენი, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი.

ქართველ ფალავანს წაგებისთვის 100 ათასი დოლარი შესთავაზეს, რაც მაშინ უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა , თედიაშვილმა აღნიშნულ თანხაზე უარი თქვა და ტურნირიც დამაჯერებლად მოიგო.

სპორტსმენის ამ საქციელმა დიდად აღაფრთოვანა ირანელი შაჰი, რომელსაც პირადად მოუნდა თედიაშვილის გაცნობა და მას ნებისმიერი სურვილის ასრულებას შეჰპირდა.

ლევან თედიაშვილმა გამარჯვებულის პრივილეგიით ისარგებლა და შაჰს იქაური მეგობრის გათავისუფლება სთხოვა, რომელიც ასევე მოჭიდავე იყო და 35 წელი ჰქონდა მისჯილი. შაჰმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.








კომენტარის დამატება