არშავინი: ალკოჰოლის აკრძალვის გამო დავისაჯეთ

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 19-ნოე, 15:409 beqa_beqa 1124 0






რუსეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ანდრეი არშავინმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ბელგიასთან ამხანაგური მატჩი იმის გამო წააგო, რომ ვორონეჟში, სადაც მატჩი ჩატარდა, დილიდან არ იყიდებოდა სპირტიანი სასმელები. არშავინს არ დაუზუსტებია, სახელდობრ, როგორ უნდა დახმარებოდა ალკოჰოლის გაყიდვა რუს ფეხბურთელებს გამარჯვებაში.

არშავინის თქმით, ვორონეჟისთვის, სადაც ადრე ნაკრების მატჩები არ ჩატარებულა, ნაციონალური გუნდის თამაში, დამარცხების მიუხედავად, ზეიმი იყო.

ფეხბურთელმა დაამატა, რომ მან ტელევიზორში ნახა საცობები ვორონეჟში და შეიტყო იმის შესახებ, რომ ბევრი მაღაზია დაიკეტა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა აცნობა, რომ ქალაქში ალკოჰოლური სასმელები არ იყიდებოდა, არშავინმა თქვა: "აი, სწორედ ამიტომ წააგო ჩვენმა ნაკრებმა"!

მატჩზე საუბრისას არშავინმა აღიარა, რომ რუსეთის ნაკრებს თამაში არ გამოუვიდა. კაპიტნის თქმით, ძლიერი გუნდი სწრაფმა გაშვებულმა გოლმა მწყობრიდან ვერ უნდა გამოიყვანოს.

პირველი გოლი ბელგიის ნაკრების ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ შეხვედრის 2-ე წუთზე გაიტანა. 73-ე წუთზე მანვე ანგარიშში სხვაობა გააორმაგა. რუსეთის ნაკრების მეკარემ იგორ აკინფეევმა, რომლის შეცდომის გამოც გავიდა პირველი გოლი, განაცხადა, რომ თავისი თამაშით უკმაყოფილოა. გოლკიპერმა გულშემატკივრებს თანადგომა სთხოვა და აღნიშნა, რომ "კრიტიკის ქარცეცხლის" გადატანა უჭირს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018