Image

ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონია

სიახლეები / სხვა სახეობები / ჭიდაობა 18-სექ, 23:179 Sportnews 1655


საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეც წარმატებული გამოდგა. ოთარ კაიდარაშვილის (55კგ) შემდეგ ევროპის ჩემპიონობა ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა, ვინც 81-კილოგრამ წონით კატეგორიაში მთელი პირველობა დამაჯერებლად განვლო და ფინალში გასამარჯვებლად მხოლოდ 57 წამი დასჭირდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში სერბ ალექსანდრ კუკოლჟს იპონით მოუგო. ფინალამდე კი ჭრიკიშვილმა ოთხი მეტოქე ჩამოიცილა, ჯერ ეფემგილ ბატუჰანს აჯობა ვაზარით, შემდეგ ავსტრიელ კრისტიან ზაჩარს დაძაბულ ორთაბრძოლაში იუკოთი მოუგო, მეოთხედფინალში კი ასევ ვაზარით უკრაინელი დენის გრიგორენკო დაჩაგრა.

ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი რუს ალბერტ კოსტოევს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატზე მედლები უკვე 4 წონით კატეგორიაში გათამაშდა, სოსო ლიპარტელიანის გუნდი კი 2 ოქროს მედლით კაცთა შორის საერთო ჩათვლაში უპირობოდ ლიდერობს.

19 სექტემბერს მედლები კიდევ სამ წონით კატეგორიაში 90, 100 და მძიმე წონაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების სახელით შესაბამისად წონების მიხედვით გიორგი ნოზაძე, მიხეილ ნარიმანიძე და ლევან მათიაშვილი იჭიდავებენ.

სამინისტროს პრესსამსახური


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 18 სექტემბერი 2010 23:18
kaia axalgazrdebi rom gvasaxeleben , mase gaagrzelet
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (203)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა