დღის ახალი ამბები

ვინ შეცვლის სერხიო რამოს ? - "რეალის" გეგმა ასეთია

ვინ შეცვლის სერხიო რამოს ? - "რეალის" გეგმა ასეთია
18-06-2021, 19:47

როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ  მადრიდის "რეალი" სერხიო რამოსმა დატოვა.

მიუხედავად ლეგენდის წასვლისა  "რეალის" ხემძღვანელობა ალაბას შემდეგ კიდევ ერთი ახალი მცველის დამატებას აღარ აპირებს და აქცენტი ვარანე, ნაჩო, მილიტაო და ავსტრიელ ფეხბურთელზე გაკეთდება.

გასულმა სეზონმა ყველას დაანახა, რომ ნაჩოსაც და მილიტაოსაც საკმაოდ სტაბილურად შეუძლიათ თამაში და ამიტომ ამ ეტაპზე ხემძღვანელობა ამ პოზიციაზე სხვა მოთამაშის  მოყვანას არ განიხილავს.

საინტერესოა, რომ ვარანის მომავალიც "რეალში" ბუნდოვანია, აი მანაც თუ დატოვა "სამეფო გუნდი", შემდეგ უკვე მადრიდულ გუნდს ნამდვილად მოუწევს კიდევ ერთი მცველის დამატება.




გაზიარება
მოინახულეს 1 038-ჯერ
კომენტარები
რეკლამა