კაკა დასახელებულია, რონალდინიო არა

სიახლეები / ფეხბურთი 06-მარ, 12:529 rondo 954 0






ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა დაასახელა შემადგენლობა , რომელიც უახლოეს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
აღსანიშნავია, რომ კაკა გამოიძახეს ნაკრებში იტალიისა და რუსეთის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ , ხოლო რონალდინიო ნაკრებს მიღმა დატოვეს ,რომელიიც წინა მატჩებში გუნდთან ერთად იყო.

"სანტოსის" ვარსკვლავი ნეიმარი, "პარისენჟერმენის" ახალწვეული ლუკას მოურა და "ბაიერნის" მცველი დანტე არიან ფეხბურთელები , რომლებიც წინა მატჩებშიც იყვნენ გამოძახებული, რამდენიმე ამჟამინდელი სიის წევრთან ერთად.

კაკა ვერ მოხვდა ლიუშ ფელიპე სკოლარის პირველ სიაში , როდესაც მან მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად შეკრიბა გუნდი, მაგრამ მას შემდეგ კაკამ დადებითი შთაბეჭდილებები მოახდინა კლუბში თამაშით ბრაზილიელ სპეციალისტზე.

მსოფლიოს 2014 წლის ჩამპიონატის მასპინძლები ჟენევაში მიემგზავრებიან ,სადაც გამართავენ ამხანაგურ შეხვედრას იტალიის ნაკრებთან 21 მარტს , ხოლო 4 დღის შემდეგ ლონდონში , "სტამფორდ ბრიჯზე" რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ბრაზილიის ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება :

მეკარეები: ჟულიო სეზარი(ქპრ), დიეგო კავალიერი (ფლუმინენსე)

მცველები:დანი ალვეში (ბარსელონა), მარსელო (რეალ მადრიდი), ფილიპე ლუისი (ატლეტიკო მადრიდი), დავიდ ლუიზი (ჩელსი), დედე (ვასკო და გამა), დანტე (ბაერნი), ტიაგო სილვა (პსჟ )

ნახევარმცველები: პაულინიო (კორინთიანსი), რამირესი (ჩელსი), ჟეანი (ფლუმინენსე), ფერნანდო (გრემიო), ლუიზ გუსტავო (ბაიერნი), კაკა (რეალ მადრიდი), ერნანესი (ლაციო), ოსკარი (ჩელსი), ლუკასი (პსჟ )

თავდამსხმელები: დიეგო კოსტა (ატლეტიკო მადრიდი), ნეიმარი (სანტოსი), ფრედი (ფლუმინენსე), ჰალკი (ზენიტი).



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018