დიეგო მარადონა საფრანგეთის ჩემპიონის მწვრთნელი ხდება

სიახლეები / ფეხბურთი 06-მარ, 15:229 lukicha 935 3






გარკვეული პაუზის შემდეგ, არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა ისევ გამოჩნდა საფეხბურთო სამყაროში – ის ჯერ ნეაპოლში ჩავიდა, სადაც თქვა, რომ "ნაპოლის" მწვრთნელობაზე უარს არ იტყოდა, შემდეგ მადრიდში კლასიკოს დაესწრო. ამის შემდეგ "მარკასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ უარს "ბარსელონას" მწვრთნელობაზე არ იტყოდა.

საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ არგენტინელმა თავი შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონის თავკაცად ამოჰყოს. ყოველ შემთხვევაში მისი აგენტი აცხადებს, რომ 75%–ია იმის შანსი, რომ დიეგომ "მონპელიე" ჩაიბაროს.

დიეგოს წარმომადგენლებმა, იუსეფ ჰაიჯუბმა განაცხადა, რომ მარადონამ შეიძლება ზაფხულში "მონპელიე" ჩაიბაროს. გუნდის მწვრთნელი რენე ჟირარი, სეზონის ბოლოს მიდის "მონპელიედან". "ახლა ამის შანსი 75%–ია. თავად მარადონას სურს "მონპელიეში" წასვლა.არა მგონია, რაიმე პრობლემა შეგხვდეს მომავალში. ამ ხელშეკრულებასთან ერთად დაიდება სასპონსორო ხელშეკრულება და დამტკიცდება ბიუჯეტი. დიეგო მებრძოლია და მას კიდევ სურს სამწვრთნელო ასპარეზზე



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

admin 06-მარ, 19:10

lukicha,
ნამდვილად ლეგენდაა, და კარგი იქნება თუ ვარსკვლავეთით დაიტვირთება ევროპული ფეხბურთი.

lukicha 06-მარ, 19:06

მართალია კაცი ლეგენდაა

admin 06-მარ, 19:00

მარადონას ნებისმიერი ფორმით დაბრუნება ფეხბურთში ნებისმიერს გაუხარდება.
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018