ბენ არფა:"ფრანგებმა საკმაოდ გაგვაძლიერეს"

ბენ არფა:

7-03-2013, 16:28

"ნიუკასლის" ფრანგი ლეგიონერი აცხადებს, რომ მოხარულია კლუბში ახალი ფეხბურთელების მოსვლით

მან ხაზი გაუსვა , რომ სრულიად მზად არის ევორპის ლიგაზე მახაჭყალის "ანჟის" წინააღმდეგ სათამაშოდ. მას შემდეგ , რაც მოირჩინა ფეხის სერიოზული ტრავმა და ასევე ძალიან გახარებულია
გუნდის მიერ იანვარში განხორციელებული ტრანსფერებით.

ბენ არფამ ასევე ისაუბრა კლუბში მის მომავალზე , ახალი ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ და განაცხადა , რომ ეს კლუბისთვის ძალიან კარგია და სერიოზული განაცხადია ევროპის ლიგაზე წარმატების მისაღწევად.

"გუნდის შემადგენლობა არის უკეთესი ვიდრე იყო აქამდე და ძალიან გახარებული ვარ , რადგან ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან".- აცხადებს ბენ არფა

"ისინი დაეხმარებიან ჩვენს გუნდს და გავხდებით უფო ძლიერები ვიდრე ვიყავით. მე ვიყავი საფრანგეთში , როდესაც ეს ტრანსფერები განხორციელდა და ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცი , რომ ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, არა მხოლოდ იმიტომ , რომ ისინი ფრანგები არიან".

"მუსა სისოკო- მე ვიცნობ მას საფრანგეთიდან, რადგან მე ვითამაშე ნაკრებში მასთან ერთად. იგი დიდი ფეხბურთელია და ბევრ ძლიერ კლუბს სურდა მისი შეძენა , მაგრამ ის მოვიდა "ნიუკასლში" -ეს არის ფანტასტიური ჩვენთვის".

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროპის ლიგის მოგება. ასევე მნიშვნელოვანია პრემიერლიგის თამაშების მოგება, რათა არ გავვარდეთ ჩემპიონლიგაში(რანგით მე-2 ლიგა)".

"გასაოცარია, რომ კლუბს 44 წელია არაფერი მოუგია და ეს ძალიან კარგი იქნება, ჩავწერო ჩემი სახელი კლუბის ისტორიაში , რომ გავხდე ის, ვინც დაეხმარა გუნდს უფსკრულიდან ამოსვლაში და ტიტულების მოპოვებაში",- განუცხადა ჟურნალისტებს ჰატემ ბენ არფამ.

შეგახსენებთმ,რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ნიუკასლი" საგრძნობლად გაძლიერდა, მათ 5 ახალი ფეხბურთელი შეიძინეს იანვარში. აღსანიშნავია , რომ ხუთივე ფრანგია:
მუსა სისოკო, იოან გუფრანი, მეტიუ დებუში, მაპუ იანგა-მბივა, მასადიუ ჰაიდარა.

ამ ფეხბურთელებიდან 3 მათგანი საფრანგეთიის ნაკრების წევრია(იანგა-მბივა, დებუში, სისოკო).
ახალწვეულების ჩათვლით გუნდში სულ 10 ფრანგი ფეხბურთელი ირიცხება. ასე , რომ საფრანგეთის ნაკრების თავკაცს დიდიე დეშამს ხშირად მოუწევს "ნიუკასლის" მატჩების ხილვა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით