მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ფარფანის ოცნებაა

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ფარფანის ოცნებაა

9-03-2013, 17:19

"შალკეს" პერუელმა ფეხბურთელმა MARCA-სთან მის ამჟამინდელ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

ჯეფერსონ ფარფანი , იგი მოედანზე ელვისებურად სწრაფი და კრეატიული მოთამაეშეა . სწორედ ეს თვისებები დაეხმარა მას გამხდარიყო ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ბუნდესლიგაში. ის არის ძალიან მეგობრული და ხალისიანი , როგორც აღნიშნეს MARCA-ს ჟურნალისტებმა.

"მე ნამდვილად ბედნიერი ვარ "შალკეში" , რადგან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს თანაგუნდელებთან და ფანებთან. ეს ჩემი მეორე სახლია . ხუთი წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ამ ხნის მანძილზე ძალიან გავიზარდე , სრულიად შეჩვეული ვარ აქაურ სიცივეს და ყველაფერ სხვას , რაც აქ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული",- განაცხადა ფარფანმა.

მან ასევე აღფრთოვანებით ისაუბრა რაულზე და თქვა , რომ ყველა ის ფეხბურთელი , ვინც რაულთან ერთად თამაშობდა ძალიან ბევრს სწავლობდა მისგან და ესპანელის ვარჯიშზე ხილვაც კი რაღაც განსაკუთრებული იყო, ხოლო მისი თამაშის ცქერა კიდევ უფრო გასაოცარი.

ბოლო დროს, გახშირდა გერმანიაში პერუელი ფეხბურთელების ჩასვლა და რამდენიმე მათგანი რეგულარულად თამაშობს ბუნდესლიგაში. ამ ფაქტით ძალიან გახარებულია ფარფანი და აცხადებს:
"რამდენიმე ახალი (პერუელი) ფეხბურთელი გამოჩნდა და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ვიმედოვნებ , რომ ჩვენი კარგი თამაშით გზას გავუხსნით სხვა პერუელ და სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს ევროპაში",-აღნიშნა მან.

საბოლოოდ, "შალკეს" ფორვარდი ეროვნული ნაკრების საკითხს შეეხო და მისი ოცნებაც გაამხილა:
"ჩვენ გველის ძალიან მძიმე ბრძოლა ჩილესთან და ჩვენ აუცილებლად უნდა მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე , თუ ამას შევძლებთ , ეს იქნება უდიდესი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის . ბუნდესლიგის მოგებასთან ერთად, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება",-განაცხადა ჯეფერსონ ფარფანმა.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით