Image

კარანკა ბეილს არც ადასტურებს და არც უარყოფს

სიახლეები / ფეხბურთი 09-მარ, 19:369 rondo 970


ესპანეთის ამჟამინდელმა ჩემპიონებმა არ ისურვეს კომენტარის გაკეთება კითხვაზე , აინტერებთ თუ არა მათ გარეტ ბეილი.
მოურინიოს ასისტენტმა, აიტორ კარანკამ , კვლავ უარყო გავრცელებული ხმები ბეილის მადრიდში გადასვლასთან დაკავშირებით.

უელსელი ბოლო რამდენიმე თვეა საუცხოო ფორმაშია და აქტიურად მიმდინარეობს საუბრები მის "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, კარანკამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე უელსელი გარემარბის შესაძლო ტრანსფერზე მადრიდულ კლუბში.

"ბეილი შესანიშნავი მოთამაშეა , თუმცა ის სხვა გუნდის ფეხბურთელია და სხვას ვერაფერს გეტყვით მის შესახებ",- განაცხადა კარანკამ

მთავარი მწვთნელის თანაშემწემ ასევე ისაუბრა პეპეზე , რომელმაც , როგორც ჩანს, დაკარგა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და მისი ადგილი რაფაელ ვარანმ ა დაიკავა , მაგრამ კარანკამ განმარტა , რომ პორტუგალიელი მცველი კვლავ მნიშვნელოვანი მოთამაშეა კლუბისთვის.

"პეპე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და კვალავაც დარჩება ასეთად. თუ ვინმე ბედნიერია ვარანის კარგი თამაშით, ეს პირველ რიგში არის პეპე",- განმარტა კარანკამ

მან ასევე ისაუბრა ჩემპიონობის შანსებზე პრიმერაში და აღიარა , რომ მეორე ადგილისთვის ბრძოლა უფრო რეალურია.

"პრიმერას მოგება თითქმის შეუძლებელია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის , რომ დავასრულოთ ჩემპიონატი მეორე ადგილზე",- განაცხადა მან.

მადრიდელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის "ატლეტიკოს", 2 ქულით ჩამორჩებიან.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (317)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა